/©ასტროლოგირამაზგიგაური/
Iნაწილი
2023 წლის განმავლობაში აღარ იქნებააქტიური სატურნისადაურანისის კვადრატულიკავშირი, რომელიც 2021-22წლებისდომინანტურიასპექტი იყო. ასტროლოგიური თვალსაზრისით, სწორედ ეს ქმნიდა ფონს, რომელიც უკავშირდებოდა „ძველისა“და „ახლის“დაპირისპირებას, ცვლილებებისაუცილებლობას (სატურნი-სისტემა, ძალაუფლება, წინაღობები, პრობლემები, ურანი-ცვლილება, რეფორმა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რევოლუცია).აქედან გამომდინარე, ის იდეური თუ ფიზიკური დაპირისპირება, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში ყველა რგოლში საგრძნობი იყო, 2023 წელს ნელ-ნელა დასრულებისკენ წავა. თუმცა ეს ერთი შეხედვით, რადგან ასტროლოგიური კუთხით, გლობალური პროცესები მომენტალურად არ მუხრუჭდება და მათი გავლენა დიდწილადგრძელდება (მსგავსად მანქანის დამუხრუჭებისა, რომელიც ინერციით მაინც აგრძელებს სვლას და შეიძლება შეჯახებაც კი მოხდეს).
2023 წლის დომინანტურიასპექტი იქნება იუპიტერი-პლუტონისდა ასევე პლუტონ-მთვარისკვანძების კვადრატული კავშირი. პირველი მათგანი 20 აპრილიდან - 10 ივნისამდე გასტანს. მეორისგავლენა კი თითქმის მთელი 2023 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ყოველივე მიანიშნებს, რომ ყველა ის გლობალური პროცესები, რომლებსაც გასულ წელს დაედო სათავე, ამ პერიოდში „ჩამოშლის“წინაშე დადგება. ეს იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. ბუნებრივია, აქ რუსეთ-უკრაინისომიც იგულისხმება. აქედან გამომდინარე, 20 აპრილიდან - 10 ივნისამდე მოსალოდნელია ომის აქტიური ფაზა გაჩერდეს ან დასრულდეს პირველი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ციკლი (თუმცა ამის აშკარა ნიშნები უკვე 2023 წლის იანვრის ბოლოდან გაჩნდება). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი რეალობა რუსეთისთვის სასიკეთო არაფრით არ იქნება.
2023წლისძირითადიასტროლოგიურიტენდენციები:
პლუტონისინგრესიამერწყულის ზოდიაქოში
ასტროლოგიაში პლუტონი„უნივერსალურ“ (ეპოქალურ) პლანეტათა ჯგუფს მიეკუთვნება. მისი ციკლი საკმაოდ ხანგრძლივია და გრძელდება 20-30წლიდან - 250 წლამდე. ბოლოს, პლუტონმაზოდიაქოს ნიშანი 2008 წელს შეიცვალა (ის მშვილდოსნიდან - თხის რქაში გადავიდა) და თუ გავიხსენებთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბითრაპროცესებს დაედო საფუძველი, არ გაგვიჭირდება გავიაზროთ, თუ რა ტენდენციების განვითარება შეიძლება დაიწყოს 2023-24წლებიდან.
2023 წელს პლუტონიმცირე ხნით შეიცვლის ნიშანს, როგორც უკვე ვთქვით, ის თხის რქიდან მერწყულში გადაინაცვლებს. ეს მოხდება 24 მარტს და შემდგომ რეტროგრადულიმოძრაობით 10 ივნისს ისევ თხის რქაში დაბრუნდება. პლუტონიმერწყულში ხელახლა და ახლა უკვე საკმაოდ დიდი ხნით მხოლოდ 2024 წლის იანვარში გადავა. ასე რომ, 2023 წლის 24 მარტიდან - 10 ივნისის შუალედში დაიწყება ახალი მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკურირეალობის ფორმირება. ეს იქნება ძველი ფორმების მტკივნეული ნგრევის დასაწყისი, რომელიც 2024-26წლამდე გაგრძელდება. თუმცა 2023 წლის გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი იქნება იმ ნიშნების გამოჩენა, თუ რისი ტრანსფორმაცია მოხდება შემოდგომმინიმუმ, სამწლიანი ციკლის დროს.
ეს იქნება მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადაწყობა და უპირველესად, ეს შეეხება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც პოლიტიკურად მყიფე მდგომარეობაში იმყოფებიან (იგივე, რუსეთი). 2023 წელს მთელ რიგ ქვეყნებში დაიწყება ახალი „თვითგამორკვევის“ტალღა, რომელიც ბევრ ძველ ფორმას დაარღვევს და გარდაქმნის.
• მარსი
2023წელსყურადღებასითხოვსმარსისჯერ ლომის და შემდეგ უკვე მორიელის ნიშანშიმოძრაობისპერიოდი. პირველი მათგანი იქნება 20 მაისიდან - 10 ივლისამდე და შემდეგ უკვე 12 ოქტომბრიდან - 24 ნოემბრამდე. ამ პერიოდებში ადამიანებში გაძლიერდება ენერგია, მიზანსწრაფვა დადინამიკა.ეს ერთი მხრივ, ბევრი ქვეყნის მხრიდან ახალი, ენერგიული ინიციატივებისგამოვლენის და ახალი პროექტების დაწყების ძლიერი იმპულსი გახდება. თუმცა მეორე მხრივ, შექმნის დაძაბულ სიტუაციებს, რაც მოსალოდნელია გარკვეულ დაპირისპირებებშიგადაიზარდოს. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს შემოდგომა (12 ოქტომბერი - 24 ნოემბერი). ბევრ ქვეყანაში 2023 წლის შემოდგომაზე მოსალოდნელია ვიხილოთ პოლიტიკური დაპირისპირებები,გაფიცვები, საპროტესტო გამოსვლები, სახელმწიფო გადატრიალებები და აჯანყებებიც კი. თუმცა 2023 წელი - წინა წელთან შედარებით ნაკლებად სახიფათო იქნება. უფრო მეტიც, შესაძლებელი გახდება 2022 წლის დაპირისპირებებისშემცირება და შესაძლოა, სრულად შეწყვეტაც.
• იუპიტერი
გამარჯვებისპლანეტაიუპიტერი 2023წლის16 მაისამდე ვერძის ზოდიაქოშიიმოძრავებს. ამდროსწარმატებასმოიტანსგაბედულების, ინიციატივის, მიზანსწრაფვის, აქტიურობის, ინდივიდუალიზმისადალიდერულითვისებებისგამოვლენა. 16 მაისს იუპიტერი კუროს ნიშანში გადაინაცვლებს და იქ წლის ბოლომდე დარჩება. ამ პერიოდში სასიკეთო იქნება პრაქტიციზმისადა რეალიზმის გამოჩენა. თუ 16 მაისამდე აჩქარებულობადა მაღალი დინამიკა სასიკეთოა, 16 მაისის შემდგომ რეკომენდებულია მოვლენები დაბალ ტემპში, ოღონდ მაქსიმალური ორგანიზებით განვითარდეს. თუ წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური მდგომარეობა მერყევი და არასტაბილური იქნება, წლის მეორე ნახევარში მაღალი ალბათობით შედარებით დასტაბილურდება.
• სატურნი
2023წელსპლანეტასატურნიშეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და 7 მარტს მერწყულიდან თევზების ნიშანში გადაინაცვლებს და იქ ორ წელზე ცოტა მეტი დროით დარჩება. სატურნის ეს ინგრესიაბევრი მიმართულებით გამოიწვევს ე. წ. „კარმულივალების“დაბრუნებას, რაც გულისხმობს წარსულში დაშვებული შეცდომებისა და განცდილი წარუმატებლობის სწორედ ამ პერიოდში გააქტიურებას. მარტიდან წარსულის ნეგატიური გავლენა საგრძნობი გახდება, რაც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ დონეზეც გაართულებს საერთო სიტუაციას. გაჭირდება რეალობის ობიექტურად შეფასება, გაძლიერდება ილუზიის და საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანის ალბათობა. ამიტომ ყველა ადამიანმა, რომელიც ისედაც მსგავსი ტენდენციებისკენ არის მიდრეკილი, საკუთარ თავში უნდა გააძლიეროს რეალობის განცდა და პრაგმატიზმი. თუმცა სატურნის თევზებში გადასვლა სასიკეთოდ იმოქმედებს საქველმოქმედო ფონდების მუშაობაზე, ასევე იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფსიქოლოგია-ფსიქიატრიასთან,რელიგიასთან, ეზოთერიზმთან,ანთროპოლოგიასთან, არქეოლოგიასთან. ამ პერიოდში საინტერესო სიახლეები ელით იმ ადამიანებსაც, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ალკოჰოლურან უალკოჰოლო სასმელების ბიზნესთან. მათ გაწეული შრომა, სწორად გადადგმული ნაბიჯები და თავისი საქმისადმი პრაქტიკულ-რეალისტურიმიდგომებიდაუფასდებათ.
• შავიმთვარე (ლილიტი)
რაცშეეხებაშავიმთვარის (ლილიტის) გავლენას, ის1-8იანვრის შუალედში კირჩხიბის ზოდიაქოში იმოძრავებს, თუმცა 9 იანვრიდან ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და 3 ოქტომბრამდე დარჩება. 4 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე კი შავი მთვარე უკვე ქალწულში იქნება განთავსებული. აქედან გამომდინარე, 2023 წლის დასაწყისი რთული იქნება კირჩხიბის, 9 იანვრიდან - 3 ოქტომბრამდე შესაბამისად, ლომის და 4 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. 2023 წელს ლილიტის მოძრაობა ძირითადად ნეგატიურ გავლენას მოახდენს არაკანონიერ და საეჭვო სასიყვარულო ურთიერთობებზე, ამიტომ მსგავს კავშირებს მოსალოდნელია მოჰყვეს მომენტალური ნეგატიური რეაქცია და ამან ოჯახურ სტაბილურობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. გარდა ამისა, ეს იქნება ლუდომანიისსაკმაოდ ნეგატიური გავლენაც. ამიტომ ვინც აზარტული თამაშებისკენ არის მიდრეკილი, უდიდესი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს, რათა ფატალური შეცდომები არ დაუშვას.
მზისადამთვარისდაბნელებები
2023წელსმზისორიდაბნელებადაფიქსირდება: 20 აპრილს (სრული) და14ოქტომბერს (რგოლური). რაცშეეხებამთვარისდაბნელებას, ისიცორიიქნება: 5მაისს (ნახევრად ჩრდილური)და28 ოქტომბერს (ნაწილობრივი). ასე რომ, 2023წელსდაბნელებისორე. წ. „დერეფანს“გავივლით20 აპრილიდან-5მაისამდედა14ოქტომბრიდან-28 ოქტომბრამდე. ესპერიოდებისაკმაოდ არასტაბილური და რთული იქნება.
მერკურისრეტროგრადულიმოძრაობა
2022 წელსმერკურიოთხჯერიმოძრავებსრეტროგრადულად:
*1იანვრიდან- 18 იანვრამდე;
*21 აპრილიდან-15 მაისამდე;
*23 აგვისტოდან-15 სექტემბრამდე;
*13დეკემბრიდან - 31 დეკემბრამდე.
ამდღეებშიმოსალოდნელია სერიოზულიპრობლემებიშეიქმნასშეხვედრებისთვის, მოლაპარაკებების, შეთანხმებების, ინფორმაციისმიღება-გადაცემისკუთხით. ნებისმიერი ინფორმაციასაჭიროა გადამოწმდესდა მერე იქნას გამოყენებული (ამ დროს ინფორმაციის გაგება და გაცნობიერება თითქოს მუხრუჭდება). საბუთებიგაფორმების წინ აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ასევე ყურადღებას ითხოვს იურიდიული საკითხებიც. თუმცა ეს დღეები სასიკეთო იქნება ძველიურთიერთობების განახლებისთვის,გადადებულისაქმეებისბოლომდე მიყვანისთვის,ასევე შეწყვეტილისწავლისანთუნდაც ძველი მოლაპარაკებისგანახლებისთვის.
ვენერასრეტროგრადულიმოძრაობა
2023წელსვენერარეტროგრადულადიმოძრავებს 23 ივლისიდან - 4 სექტემბრამდე. ესპერიოდიდახასიათდება სასიყვარულო ურთიერთობებში, პირად ცხოვრებაში გარკვეული დამუხრუჭებით. არ არის გამორიცხული ამ კუთხით გარკვეული წინაღობებისა და გართულებების შექმნა. ეს პერიოდი არ არის სასიკეთო გრძელვადიანი სასიყვარულო ურთიერთობისდაწყებისთვის, თუმცა პოზიტიური იქნება ნაწყენ პარტნიორთან შერიგებისთვის, გაწყვეტილი კავშირების აღდგენისთვის და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის. ამ პერიოდში ასევე არასასურველია ფულის სესხება-გასესხება.ასევე ყურადღებას ითხოვს ხელოვნებასთანდაკავშირებულიპროექტები, ფასიანიქაღალდებისყიდვა-გაყიდვა, ძვირფასეულობის, სამოსისდაფეხსაცმლისყიდვაც კი. ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ამ კუთხით მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო
მარსისრეტროგრადულიმოძრაობა
2023წელსმარსირეტროგრადულადიმოძრავებსწლისდასაწყისში, კონკრეტულადკი1-13იანვრის შუალედში. სწორედ ამ პერიოდის დასრულების შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა საკუთარი ვალდებულებები გააცნობიერონ და ყველა ის საქმე თუ პროექტი, რომელიც 2022 წელს ვერ დაასრულეს, 2023 წლის იანვრის პირველ ნახევარში დაასრულონ ან დაასტაბილურონმაინც. 1-14იანვარში არ არის რეკომენდებული მანქანის ყიდვა, ასევე გეგმიურიქირურგიული ოპერაციები (გარდა გადაუდებელი შემთხვევისა). მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს ცეცხლსასროლიარაღთანდაბიზნესთანდაკავშირებულისაკითხებიც. 1-14იანვრის შუალედში დაწყებული საქმის ყველაწვრილმანი კარგადუნდაგაირკვეს, რათაშემდგომ მოულოდნელიდამუხრუჭებაარმოხდესდაპრობლემებიარშეიქმნას.
2022 წელსრთულიდასახიფათოპერიოდებიიქნება:
*11-24მარტი;
*10-25მაისი;
*18-30ივნისი;
*4-15ოქტომბერი;
*12-25დეკემბერი;
ესპერიოდებიითხოვენმაქსიმალურწინდახედულებასდასიფრთხილეს!!!
ამდროსმოიმატებსინდივიდუალურდონეზე: ავარიულისიტუაციები, კონფლიქტების, დაპირისპირების, ხიფათისდასიტუაციისმოულოდნელადგაუარესებისალბათობა.
გლობალურდონეზე: მასობრივიკონფლიქტების, შეიარაღებულიშეტაკებების, ტერაქტების, ტექნიკურიავარიებისდაკატაკლიზმებისალბათობა.
IIნაწილი
მსოფლიო
2023 წელიცალსახად არ არის იმავე მასშტაბით კრიზისული და სახიფათო წელი, როგორიც 2022 წელი იყო. უფრო მეტიც, მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მაინც შესაძლებელი გახდება არსებული საერთო სიტუაციის მეტ-ნაკლებად გამოსწორება და არ არის გამორიცხული განვითარების დაწყებაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. „გუშონ-ბარბოს“ციკლებისმიხედვითკრიზისულიპერიოდისაღმოფხვრამხოლოდ 2024 წლიდანდაიწყება, მიმდინარე წლიდან მაინც შესაძლებელი იქნება გარკვეული გარდატეხის შეტანა. ამ ციკლების მიხედვით 2019-23წლებიგასულიოცდაათწლიანიპერიოდისქვედაზღვარისრიგითმესამემინიმალურიწერტილია(პირველი1990-98წლებში, მეორეკი 2008-10წლებშიიყო). 2023 წელი უფრო მეტად 2024 წლის გავლენას „ებმის“,ვიდრე 2020-22წლებს. აქედან გამომდინარე, სწორედ 2023 წლიდან უნდა დაიწყოს იმ საერთო მდგომარეობის დასტაბილურება,რომელიც 2020-22წლებში შეიქმნა.
2023 წელი გამორჩეული იქნება ორი ასტროლოგიური მოვლენით (ინგრესიით)-ეს არის პლუტონისადა სატურნის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვლა. ამიტომ 2023 წელი მიუხედავად იმისა, რომ გააჩენს რთული სიტუაციების დაბალანსების და დასტაბილურებისშესაძლებლობას, ახალ რეალობის ფორმირება სამწუხაროდ, არ დასრულდება 2023 წელს (ის მინიმუმ, 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება).
ბუნებრივია, აქ ჩვენი და საერთოდ, მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია რუსეთ-უკრაინისომისკენ, რადგან მსოფლიოს საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკურიმდგომარეობა პირდაპირ ან ირიბად, სწორედ ამ ომთან არის მიბმული.
ამ კუთხით, 2023 წლის პირველი კვარტალი გადამწყვეტი იქნება. იანვრის ბოლოდან (უფრო 25-26რიცხვებიდან) დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ციკლი და მარტის ბოლომდე გაგრძელდება (მაქსიმუმ, აპრილის პირველი ნახევრისჩათვლით). ამ ციკლის პიკი იქნება: თებერვალი. ეს ციკლი გადამწყვეტი იქნება ამ ომისთვის. ამ პერიოდში შეიძლება დასრულდეს ერთი ციკლი. უფრო სწორად კი ამ პერიოდს თამამად შეიძლება დავარქვათ დასასრულის დასაწყისი. სწორედ იანვრის ბოლოდან მაქსიმუმ აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით (პიკი: თებერვალი) რუსეთ-უკრაინისომში დასასრულის პირველი ნიშნები გაჩნდება და მოსალოდნელია დასრულდეს კიდეც.
ბუნებრივია, სიტყვა „დასრულება“ბევრნაირად შეიძლება გავშიფროთ და წარმოვიდგინოთ, თუმცა ამ შემთხვევაში იგულისხმება იმ პროცესების შეცვლა და სხვა სიხშირეზე გადასვლა, რაც 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო. აქ რამდენიმე სცენარი შეიძლება მოგვეხაზა, თუმცა ყველა სცენარი გულისხმობს, რუსეთის, როგორც იმპერიული იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფოს ფორმა-ცვლილებას.
ბუნებრივია, ადამიანებს გააჩნიათ იმის განცდა, რომ არსებობს ბირთვული საფრთხის და მესამე ომის საშიშროების ალბათობა. ბუნებრივია, ამ ვერსიას ყოველგვარი ასტროლოგიური პროგნოზირების გარეშეც აქვს არსებობის უფლება, თუმცა ასტროლოგიურად ამას შეიძლება დავარქვათ „კარის გაჯახუნება“,რაც გამოიხატება ვლადიმირ პუტინისძალაუფლების დაკარგვის კოდის ჩართვაში და ამის ნიადაგზე რაღაც რთული პროცესების პროვოცირებაში.
ამ ყველაფრის რეალიზაციის ალბათობა 90 % 2023 წლის პირველი ნახევარშივე იქნება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პლანეტარული ციკლები ერთდღიანი ან თუნდაც ერთთვიანიარ არის, მათ განგრძობითიფორმა ექნებათ.
2023წელიცალსახადმსოფლიოსეკონომიკურცხოვრებაშიშედარებით დასტაბილურებისპერიოდი იქნება.ისრყევები,რომლებიც 2022 წელს ახლდა, 2023 წელს უკვე განვითარების ახალ ვექტორებს მოძებნის და დაიწყებს განვითარებას. საერთო ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის უფრო დადებითი იქნება (რასაც ბუნებრივია, ვერ ვიტყვით რუსეთზე).
ყველა ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც 2020-21წლებში დაიშალა და 2022 წელს ახალი ფორმა მიიღო, 2023 წლიდან განვითარებას დაიწყებს. იგივე ტენდენცია იქნება
პოლიტიკაში, სადაცპოლიტიკურპარტიებსმოუწევთახალი რეალობის გაცნობიერება და გარკვეული გადატვირთვა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელი ერთი შეხედვით „მშვიდობიანი“წელია, ის არის გარკვეული „საზღვარი“ 2022 („ნგრევა“)და 2024 („აღდგენა“)წლებს შორის. აქედან გამომდინარე, 2023 წელი უფრო შუალედურ წერტილად უნდა მივიჩნიოთ, სადაც ქვეყანამ, კომპანიამ თუ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, საით მიდის მისი განვითარების (ცხოვრების) გზა. 2023 წელი - ეს არის გზაგასაყარი,გზაჯვარედინი. ასე ვთქვათ, არჩევანის გაკეთების წელია.
ასტრონუმეროლოგიურითვალსაზრისით 2023წელიდაკავშირებულიაციფრებთან 2 და 3. ეს არის ემოციური და წარსულთან დაკავშირებულირყევებისიმ ზომამდე მიყვანა, სადაც ხდება დაშლა და განვითარების გზის დაწყება. 2022 წლისასტრონუმეროლოგიურიჯამიგვაძლევს7-ს,რაცერთი მხრივ ეს არის ძველი იდეოლოგიებისგადალაგება-გადაფასება.ეს შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ იდეოლოგიას, არამედ გარკვეულწილად რელიგიურ ასპექტსაც. მთელრიგ ქვეყნებში შეიძლება ეს იყოს გარკვეული ილუზიური იდეოლოგიებისგანგამორკვევა, მათი გავლენისგან გათავისუფლებისა და თავის დაღწევის მცდელობა. ამით 2023 წელი გარკვეულწილად გააგრძელებს 2022 წლის გავლენას, როდესაც ამ იდეოლოგიებისმტკივნეული ჩამოშლადაიწყო.
საქართველო
როგორც წინა წლის პროგნოზში ვწერდით, საქართველოსუახლოესწარსულშიგადამწყვეტი 2020წლისშემოდგომიდან - 2022 წლის შემოდგომამდე პერიოდიიქნებოდა(პიკი: 2021 წლის შემოდგომა). სწორედ ეს პერიოდი იყო გადამწყვეტი ორ პოლიტიკურ ძალას, უფრო სწორედ კი ორ პოლიტიკურ ლიდერს - მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის პიკი 2021 წლის შემოდგომა ასტროლოგიური თვალსაზრისით გარკვეულწილად ჰგავს 1993 წლის შემოდგომას.ამ ორ პერიოდს შორის ზუსტად 28 წელია. ეს არის მზის 28 წლიანი ციკლი, როდესაც გარკვეული მოვლენები მეორდება, ცხადია, სხვა ფორმით, მაგრამ არსობრივადიგივე მნიშვნელობით.
საინტერესოა, რომ მზის ეს 28 წლიანი ციკლი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთმანეთს უკავშირებსორ მოვლენას, რომელიც ერთი შეხედვით თითქმის არაფრით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა არსობრივადიდენტურია. 1993 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს პირველი (დევნილი) პრეზიდენტი ზვიდგამსახურდია დაბრუნდა საქართველოში, რასაც მისი ფიზიკური ლიკვიდაცია მოჰყვა. ამ ამბიდან ზუსტად 28 წლის შემდეგ, 2021 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში. ის დააკავეს და მოცემულ პერიოდში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქ არ იქნება სწორი, რომ გვერდი ავუაროთ პროგნოზს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. მიხეილ სააკაშვილის პირადი ჰოროსკოპის მიხედვით (ყოველი შემთხვევისთვის, იმ მონაცემებით, რომელიც გამაჩნია). აქ არსებობს ორი სცენარი.
1. 2023 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან - 2023 წლის მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით საერთაშორისო დონეზე ისე განვითარდეს მოვლენები, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას იძულებულს გახდის, სააკაშვილი გაათავისუფლონ, სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ ან მას რაიმე სხვა ტიპის შეღავათი დაუწესონ, რაც მის სიცოცხლეს გადაარჩენს და საერთო მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს. თუ მაისის პირველის ნახევრის ჩათვლით ის არ გათავისუფლდა, მაშინ:
2. 2023 წლის ზაფხულის მეორე ნახევრიდან (მაქსიმუმ, შემოდგომის დასაწყისიდან) მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში დაიწყება ორწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მკვეთრად გაუარესდეს და მისთვის პატიმრობა ლეტალურადდასრულდეს.
რაცშეეხებასაქართველოსტრანზიტულჰოროსკოპს.
აქ შეიძლება ორი ეტაპი გამოვყოთ, რომელიცმთლიანობაში დაახლოებით 2-2,5წელი, დაახლოებით 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება. აქედან განსაკუთრებულად რთული მეორე ეტაპი იქნება ( 2023 წლის აგვისტოდან - 2024 წლის შემოდგომამდე).
პირველი ეტაპი („შეთანხმება“):
2023 წლის იანვარი - 2023 წლის ივლისი
საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურითვალსაზრისით გარკვეულწილად რთული იქნება და შენარჩუნდება 2022 წლის ტენდენციები. თუმცა აუცილებლად დადგება გარკვეული მოლაპარაკებების საკითხი. 2023 წლის მაისამდე პერიოდი ამით იქნება გამორჩეული 2022 წლისგან. ეს მოლაპარაკებები იქნება როგორც ქვეყნის შიგნით (ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის), ისე ქვეყნის გარეთ (საქართველოსა და ამერიკა-ევროკავშირსშორის). არ არის გამორიცხული, გაჩნდეს დიალოგის გარკვეული ნიშნები საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთ-სამაჩაბლოსრეგიონებს შორის. 2023 წლის მაისამდე პერიოდი ცალსახად იქნება იმის შანსი, რომ ბევრი მიმართულებით დაძაბულობის ხარისხმა დაიკლოს და საპირისპირო პოლუსებს შორის საერთო გადაკვეთის წერტილები მოიძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ეტაპზეეს ბევრად საშიშ ტენდენციებში გადავა.
მსუბუქად რომ ვთქვათ, მიუხედავად, ეკონომიკური არასახარბიელო მდგომარეობისა, 2023 წლის პირველ ნახევარში პოლიტიკური ბალანსის მიღწევის საკმაოდ მაღალი ალბათობა არსებობს.
მეორე ეტაპი („დაპირისპირება“,„ხიფათი“):
2023 წლის ივლისი - 2024 წლის მაისი
ამ პერიოდში დაპირისპირებებულმხარეებს შეთანხმებების, მშვიდობის ძიებისა და საერთო სიტუაციის დაბალანსების ალბათობა მაქსიმუმ, ივლისის ბოლომდეშენარჩუნდება.უკვე აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყება დაპირისპირებებისახალი ტალღა, რომელიც 1,5წლის განმავლობაში შენარჩუნდება.ეს განსაკუთრებულად გამოვლინდება 2023 წლის შემოდგომაზე და 2024 წლის გაზაფხულზე. ეს იქნება ფეთქებადსაშიშისიტუაცია და არ გამოირიცხება ეს დაპირისპირებამდე და სერიოზულ შეტაკებამდეც კი მივიდეს. თუ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შეთანხმება ვერ მოხერხდა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას (ასევე მოკავშირე-პარტნიორებსშორის) ეს ყველაფერი კიდევ უფრო მტკივნეულად გამოვლინდება 2023 წლის ზაფხულის ბოლოდან 2024 წლის ბოლომდე.