Quantcast
Channel: რამაზ გიგაურის ვირტუალური ასტროლოგიური კაბინეტი
Viewing all 74 articles
Browse latest View live

2013 წლის ასტროლოგიური დახასიათება

$
0
0

© geoastrolog(რამაზგიგაური)

აღმოსავლურიკალენდრისმიხედვით 2013 წელიგველისწელიადაის 2013 წლის 10 თებერვალს (11:21 საათზე) დაიწყებადაგაგრძელდება 2014 წლის 30 იანვრისჩათვლით.

გველისწლისზოგადიდახასიათება

(ცვლილება, სიბრძნე, ცბიერება)

2013 წელიჩინურიკალენდრისმიხედვითგველისწელია. გველისწლისთვისზოგადადდამახასიათებელიასწრაფიდადინამიკურიცვლილებები, მოვლენებისმოულოდნელიგანვითარება, ამიტომ, საჭიროაგამჭრიახობა, წინდახედულება, სიფრთხილედამაქსიმალურიკონტროლი, რათამოსალოდნელიშეცდომებიგამოირიცხოს.

რასუნდაველოდოთ 2012 (შავი) გველისწელს

გველი  (1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) _ აღმოსავლეთშიითვლება, რომგველისწელირამდენადმეჰგავსმისწინამორბედს, დრაკონისწელს, თუმცაგველისწელსგააჩნიაუფრომეტიმიწიურიენერგიადამისიგავლენაუფრომეტადმატერიალურსფეროშიიგრძნობა. ამწელსყველაფერიფიზიკურ-მატერიალურდონეზეგამოვლინდება.
გველიჩინურნატურფილოსოფიაშიდამეტაფიზიკაშიმიწისენერგიითიმართება, ამიტომ, ისდინამიკურიცვლილებები, რომელიცგველისწლისთვისარისდამახასიათებელი, სწორედმატერიალურ-ფინანსურსფეროშიგამოვლინდება.
2013 წლისგანმავლობაშიგანვითარებულიმოვლენებინებისმიერეტაპზეყურადღებასდასიფრთხილესითხოვენ, რადგანმოიმატებსსიტუაციისმოულოდნელიგაუარესებისდაზოგჯერსაფრთხისალბათობაც, ამიტომ, ურთიერთობებში, საქმიანობაში, პირადცხოვრებაშითუნებისმიერსხვასფეროშისაჭიროიქნებასერიოზულიკონტროლიდაყურადღებისგამახვილება. ესგანსაკუთრებითსასურველიაბიზნესსაცდაფინანსურსფეროში. 2013 წელსარარისრეკომენდებულიფულისსესხება-გასესხება, რადგანამწელსმოულოდნელიცვლილებებისგამოშესაძლოა, ფინანსებშისწრაფაღმასვლას, ასევესწრაფიდამოულოდნელიდაღმასვლამოჰყვეს, ამიტომსჯობსფინანსურისფეროსტაბილურადმყარიიყოს. ბიზნესშიარაგონივრულიიქნებარისკზეწასვლადაახალისაქმეებისწამოწყება, რომელთაეფექტურიგანვითარებადაწარმატებულიდასრულებაკითხვისნიშნისქვეშდგას.
ერთიშეხედვითგველიწელიმოსალოდნელიაპასიურიცკიჩანდესდამოვლენებითითქოსშეუმჩნევლადგანვითარდეს, მაგრამესიმასარნიშნავს, რომმოვლენებისტარტიდან _ ფინალამდეასეგანვითარდება. ესშეუმჩნევლობადაპასიურობაბევრადამიანსშეცდომასაშვებინებს. ისევეროგორცამწლისზოომორფულისიმბოლო _ გველიძნელადჩანსდაშენიღბვისდიდიუნარიგააჩნია. ასევეგველისწელსაცახასიათებსისეთიშტრიხები, რომადამიანსყველაფერითავისადგილზეჰგონიადაამდროს, როდესაცმოვლენებითავისკალაპოტშიმდორედმიედინება, ხდებაისეთირამ, რაცადამიანსმიმდინარეპროცესებზეკონტროლსაკარგვინებს. აქედანგამომდინარე, ყველასროგორცინდივიდუალურ, ისეგლობალურდონეზესაჭიროამობილიზებადაკონცენტრაცია. ესთითქოსცოტათიდამღლელიცკია, რადგანესმუდმივიდაძაბულობაადამიანსღლისროგორცფსიქიკურად, ისეფიზიკურად, მაგრამასეთიგადაღლასაბედისწეროშეცდომებისდაშვებაზებევრადუკეთესია.
2013 წელიგარკვეულწილადკარმულიციქნება, რადგანმორიელისზოდიაქოშიმთვარეშეურთდებამთვარისაღმავალკვანძს (რაჰუს), რაცგააქტიურებსწარსულშიდაშვებულშეცდომებს. ესგანსაკუთრებითსაგრძნობიიქნებაზაფხულშიდაშემდგომისდასაწყისში. ამიტომ, წლისპირველინახევარშისაქმეებისსტაბილურრეჟიმშიუნდამოექცეს, რათაწლისმეორენახევარშიგადადებულმადადაკონსერვებულმაპროექტებმათუდაშვებულმაშეცდომებმამთელირიგიპრობლემებისწარმოშობასარშეუწყოსხელი. საფრთხეებისთავიდანაცილებაშესაძლებელიიქნებამხოლოდბრძნულიმიდგომით, ინტუციითდაგამჭრიახობით.
გველისწლისთვისდამახასიათებელიმიზანსწრაფვა, ამიტომ, 2013 წელსაუცილებელიიქნებასაკუთარიმიზნებისთვისშეუპოვარიდამიზანსწრაფულიბრძოლა, ასევემარცხთანარშეგუება. საჭიროასაკუთარიმიზნებისთვისბრძოლა, რადგანმიუხედავადიმისა, რომამწელსმატულობსდანაკარგებისალბათობა, მიზასწრაფულ, გაბედულ, აქტიურდაენერგიულადამიანებსგამარჯვებისსერიოზულიშანსიგაუჩნდებათ.
გველისწელსმოაქვსტრანსფორმაციისდატრანსმუტაციისშესაძლებლობა. ადამიანებსშეუძლიათყველაფერიშეცვალონ _ გარეგნულიფორმებითდაწყებულიშინაგარიარსითდამთავრებული. მსგავსადგველისა, რომელიცკანს (პერანგს) იძრობსდაახალიკანითიწყებსცხოვრებას, ასევე2013 წელსბევრიადამიანი, ორგანიზაცია, პოლიტიკურიპარტიათუქვეყანასაკუთარმიდგომებშიმნიშვნელოვანცვლილებებსგანახორციელებს. ბევრიმიმართულებითმოსალოდნელიასერიოზულიცვლილებებისგანხორციელებადაარცთუიშვიათადფასეულობებისგადაფასებებიცკი.
აღმოსავლურიასტროლოგიისმიხედვით, გველიარარისაგრესიული, თუმცამისთვისკუდზეფეხისდაბიჯება, არდაფასებადაარშეფასებაარანაირადარშეიძლება. ვინცამასიზამს, მწარედინანებს.
სერიოზულიცვლილებებიმოსალოდნელიასამსახურთან, პროფესიულსაქმიანობასთანდაკარიერასთანდაკავშირებით, ასევეპარტნიორულურთიერთობებში. ამმიმართულებითმოიმატებსჭორებისდაინტრიგებისალბათობა. ყველამნიშვნელოვანიგადაწყვეტილებაკარგადგააზრებისშემდეგუნდაიქნასმიღებული, რადგანზედაპირულიცვლილებებიარამხოლოდსასურველშედეგებსვერმოიტანს, არამედმოსალოდნელიამიღწეულიპოზიციებისშესუსტებაცკიმოჰყვეს.
გველისწელშიგამარჯვებისმოსაპოვებლადაუცილებელიაშემდეგითვისებებისგამოვლენა: მიზანსწრაფვა, გამჭრიახობა, გაბედულება, აქტიურობა, ინტუიციურობა, თავდაჯერებულობადასაკუთარითავისრწმენა.
2013 წელსკრიზისულიპერიოდიგაზაფხულისმეორენახევარი, ზაფხულიიქნებადაშემოდგომისპირველინახევარიიქნება. ამპერიოდშიმოიმატებსდაპირისპირებებისალბათობაროგორცადამიანებს, ისექვეყნებსშორისაცკი. სერიოზულიგართულებებიმხოლოდგონიერებით, სწორიანალიზითადადიპლომატიისგამოყენებითიქნებაშესაძლებელი.
2013 წლისპირველინახევარიშედარებითპოზიტიურიიქნებაჰაერისსტიქიით, ანუტყუპის, სასწორისადამერწყულის, ხოლოწლისმეორენახევარიკიწყლისსტიქიით, ანუკირჩხიბის, მორიელის, თევზებისნიშნითდაბადებულიადამიანებისთვის.
2013 წელსმზისორიდაბნელებადაფიქსირდება: 10 მაისსმზისრგოლური, ხოლო 3 ნოემბერსმზისრგოლურ-სრულიდაბნელებაიქნება. რაცშეეხებამთვარისდაბნელებას, ისსამიიქნება - 25 აპრილს (ნაწილობრივი), 25 მაისს (ნახევრადჩრდილური), 18 ოქტომბერს(ნახევრადჩრდილური).


2013 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

$
0
0

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

მსოფლიო. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მიჩნეულია, რომ გველის წელი  (1905, 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013) აქტიური და ენერგიული წელია. აღმოსავლეთში შავი ფერი წყლის სტიქიასთან ასოცირდება, ხოლო თვით გველი აღმოსავლურ ასტროლოგიაში მდედრულ, პასიურ ნიშნად მიიჩნევა, ამიტომ, მისი ენერგია მიწიური ძალების სიმბოლოდ აღიქმება.
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2013 წლის მართველი ვარსკვლავი იქნება `ვეი~ (`საფრთხე~). ეს ნეგატიური გავლენის ვარსკვლავია. ამ ვარსკვლავს ჩინური კალენდრის მიხედვით მთვარე მართავს, რომელიც `ვეის~ მერყეობას, მეტისმეტ ემოციურობას, დაძაბულობას და საფრთხის შემცველობას ანიჭებს. როდესაც წელს ეს ვარსკვლავი მართავს ყურადღებას ითხოვს ყველა საქმე, რომელიც მოსალოდნელია მოულოდნელად გაუარესდეს. საჭიროა სიფრთხილე, წინდახედულება და ყურადღების გამოჩენა, რათა მოსალოდნელი შეცდომების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდეს. ისევე როგორც 2012 წლის მართველი ვარსკვლავის `სიუის~ (`სიცარიელე~) გავლენის დროს, ასევე 2013 წლის მართველი ვარსკვლავის `ვეის~ გავლენის დროს მატულობს დაძაბულობის ალბათობა, რაც ზრდის არა მხოლოდ მთელ რიგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირების შეწყვეტას და პროვოკაციებს, არამედ შეიარაღებული დაპირისპირებების ალბათობას. პირად ცხოვრებაში ვარსკვლავის `ვეის~ გავლენა არც თუ სასიკეთო გავლენას ახდენს მყიფე სასიყვარულო ურთიერთობებზე და პარტნიორებს განხეთქილებისკენ უბიძგებს.
ზოგადად გველის წელი ყოველთვის ხასიათდება მოულოდნელი ცვლილებებით და ეს ცვლილებები წყლის სტიქიის გავლენის დროს (2013 წლის სტიქია სწორედ წყალია) მოვლენები ისე სწრაფად და მოულოდნელად იწყება და ვითარდება, რომ ბევრი ადამიანი დაწყებული ცვლილებებისთვის მომზადებასაც კი ვერ ასწრებს.
ისევე როგორც 2013 (გველის) წლის, 2012 (დრაკონის) წლის სტიქიაც წყალი იყო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დრაკონის წელი მამრული (იან) ენერგიით, ხოლო გველის წელი მდედრული (ინ) ენერგიით იმართება, ამიტომ, 2013 წელს ბევრი მოვლენა ერთი შეხედვით უჩუმრად, პასიურად განვითარდება. ეს კი ბევრ ადამიანს მოადუნებს და და დაუკარგავს საფრთხეების რეალურად შეფასების უნარს, რაც გაზრდის დანაკარგების ალბათობას. მოვლენების, კონტროლი და მართვა ეს ის უნარებია, რომლებიც 2013 (გველის წელს) ბევრ ადამიანს არა მხოლოდ დანაკარგების თავიდან არიდებაში, არამედ წარმატების მიღწევაშიც დაეხმარება.
დრაკონის (2012) წლისგან განსხვავებით, გველის წელში შედარებით იზრდება კრიზისის ალბათობა, რადგან თუ დრაკონის წელს გულუხვობა ახასიათებს და ადამიანები ახერხებენ ხოლმე კრიზისების აღმოფხვრას, გველის (2013) წელში სიტუაციები უფრო ნეგატიური კუთხით იცვლება და ადამიანებს უჭირთ იმ სიმაღლეების მიღწევაც კი, რომლებსაც წინა წელს აღწევდნენ. საჭიროა ეკონომიურობის გამოჩენა როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელწიფოებრივ დონეზე, რადგან არაგონივრული ხარჯები არა თუ გააღრმავებენ უკვე არსებულ კრიზისებს, არამედ ახალ კრიზისული სიტუაციების პროვოცირებას მოახდენენ.
2013 წელს ის ქვეყნები მიაღწევენ წარმატებას, რომლებიც იოლად და ეფექტურად შეძლებენ 2012 წელს დაწყებული ცვლილებების გაგრძელებას. მსოფლიო ეკონომიკა უფრო მერყევი და ნაკლებად სტაბილური გახდება და ეს შეეხება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებს. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ის ქვეყნები, რომელთა მართველები ვერ მოახერხებენ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას და განვითარებულ მოვლენებს თუ მოულოდნელად შეცვლილ სიტუაციებს ალღოს ვერ აუღებენ და გველის წლისგან შემოთავაზებულ ტემპს ფეხს ვერ აუწყობენ.

საქართველო.რა საკვირველია, ყველა ის პოლიტიკურ-ეკონომიური ცვლილებები რომელიც დამახასიათებელი იქნება 2013 (გველის) წლისთვის და რომლებიც გააქტიურდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოსაც შეეხება.
2013 წელს გაგრძელდება ის ცვლილებები, რომლებიც 2012 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო. თუმცა ღია დაპირისპირებები ნაკლებად მოსალოდნელია და ამას უფრო ინტრიგების, ჭორების, ფარული მტრობის ფორმა ექნება. ის ადამიანების, რომლებიც ლავირებას, დიპლომატიას და ტაქტის გრძნობას გამოიჩენენ, უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე ხისტი და იმპულსური ადამიანები. საჭირო იქნება წარსულში დაშვებული შეცდომების სწორი ანალიზი, რადგან დაშვებული შეცდომების გამოსწორება მათი გააზრებისა და გაცნობიერების გარეშე შეუძლებელი იქნება.
2013 წელს მოსალოდნელია ახალი ურთიერთობების დაწყება და ასევე ძველი ურთიერთობების აღდგენაც როგორ პირად, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე. ბევრი აქამდე აქტიური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწე ჩრდილში გადავა, გამოჩნდებიან ახალი `სახეები~. თუმცა ასევე მოსალოდნელია აქამდე აქტიური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები ახალი კუთხით გააქტიურდნენ ან ახალ ამპლუაში ვიხილოთ, რადგან 2013 წელს ადამიანები გველის მსგავსად `ტყავს შეიცვლიან~ და ახალი იმიჯით წარუდგებიან საზოგადოებას.

სახელმწიფო, პოლიტიკა
პოლიტიკურ სპექტრში (როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში) ვიხილავთ მთელ რიგ ცვლილებებს, მოსალოდნელია ეს იყოს ძირეული ცვლილებები და რიგ საკითხებში ფასეულობების გადაფასებებიც კი. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად გააგრძელებენ აქამდე აღებულ კურსს და ცვლილებებზე უარს იტყვიან, მოუწევთ ჩრდილში გადასვლა. ეს ძალიან ჰგავს წინა წლის ტენდენციას, როდესაც იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ვერ გაიაზრეს `ახალი რეალობა~, გამანადგურებელი მარცხი იგემეს და ზოგიერთ მათგანმა პოლიტიკური არენაც კი დატოვა. სწორედ ასეთი ტენდენციები გააქტიურდება ახალ, 2013 წელსაც. ამიტომ საჭიროა გველის წლისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები _ გამჭრიახობა, ინტუიციურობა და ლავირება. ასე პოლიტიკოსები წარმატებას უფრო იოლად მიაღწევენ.
სახელმწიფოებრივ დონეზე გველის წელიწადი აღსავსე იქნება ერთი შეხედვით გაუგებარი და უსიამოვნო სიურპრიზებითაც. არ არის გამორიცხული მოხდეს პარადოქსული კანონების მიღება, იურიდიული აქტების ამუშავება, ასევე ბუნდოვანი დაპირებების გაცემა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა გამო უბრალო ადამიანები დაზარალდებიან. ეს კი რამდენადმე ხალხში უკმაყოფილების დონეს გარკვეულწილად გაზრდის. თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს საჭირო ცვლილებების სწრაფად და დინამიკურად განხორციელებას, მაშინ ის შეძლებს ადამიანების გულის მოგებას. მითუმეტეს, რომ გველის წელი ითხოვს არსებული პრობლემების სწრაფად და აქტიურ რეჟიმში მოგვარებას.
საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეცადოს წინ აღუდგეს იმ ინტრიგებს და მისკენ მიმართულ ფარულ მტრობას, რომელიც 2013 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება. ეს მოსალოდნელია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ხალხი, საზოგადოება.
2013 წელს ფართო მასების მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება უფრო უკეთესი და მხიარული გახდება, უბრალოდ ნაკლებად იქნება უკმაყოფილების გამოთქმა. ადამიანებში მოიმატებს სამართლიანობის შეგრძნება, რაც საზოგადოებაში უკმაყოფილების დონეს 2012 წელს გაძლიერებულ კრიტიკულ დონეს დაბლა დასწევს.  ჩრდილში გადავლენ ის პიროვნებები, რომლებიც რომლებიც ვერ გაიაზრებენ,. რომ პირდაპირი და აქტიური შეწინააღმდეგება უპერსპექტივოა და საჭიროა მეტი ტაქტის და დიპლომატია. არ არის გამორიცხული გააქტიურდნენ რელიგიური სექტები, საიდუმლო ორგანიზაციები თუ მისტიკური ორდენები. ეს კი გარკვეულწილად გაზრდის რელიგიურ თუ სხვა სახის განსხვავებული აზრის ადამიანებთან დაპირისპირებების ალბათობას.

ეკონომიკა.
ეკონომიკის თვალსაზრისით საქართველოში მდგომარეობა უფრო პოზიტიურისკენ შეიცვლება. მოსალოდნელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი ინვესტიციების შემოსვლა (ამ მიმართულებით მოსალოდნელია რუსეთის და აზიის ქვეყნების გააქტიურება). მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. მოსალოდნელია ამ კუთხით მთელი რიგი პროგრამების შექმნა, რომელიც ადამიანებს უფრო გაუადვილებს პერიფერიებში ცხოვრებას და შექმნილი პროდუქციის რეალიზაციას. უფრო გაძლიერდება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ადამიანების ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობა შედარებით გამოსწორდება. პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი მშენებლობებთან, განსაკუთრებით დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებულ პროექტებთან მიმართებაში (თუმცა ამ ყველაფერს მოსალოდნელია გარკვეული საფრთხე შეუქმნას საქართველოს მეზობლად ან მის სიახლოვეს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას პასიური როლით შემოფარგვლა მართებს).

სამუშაო
სამსახურთან და პროფესიულ საქმესთან დაკავშირებით 2013 წელს წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები, რომლებიც თავის გონებრივ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებენ და მხოლოდ დინების მიმართულებით ცურვას არ მოინდომებენ. ამ წელს შრომისმოყვარე და მიზანსწრაფულ ადამიანებს გაუმართლებთ, რადგან ისინი ბოლო-ბოლო მიიღებენ მათთვის სასურველ შედეგებს. თუმცა 2013 წელი ბევრ წვრილმან უსიამოვნებას მოუტანს იმათ, ვინც წინდაუხედავად იქცევა, შეცდომებს უშვებს და მომავალზე არ ფიქრობს.
იმათ კი, ვინც დაკავებულია მეცნიერებით, ანალიზით, სოციოლოგიით და სხვა და სხვა სახის სახელმძღვანელოების შედგენით, ახალი სწავლების დანერგვით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს.
გველის წელში წარმატებას მიაღწევენ შემოქმედებითი ადამიანებიც _ პოეტები, მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები (გველს დახვეწილი გემოვნება `აქვს~ და ამიტომ, ის `მფარველობს~ ნიჭიერ ადამიანებს).

ფინანსები
გულუხვი და მრავალფეროვანი დრაკონისგან განსხვავებით, გველი ძალზე ფრთხილად უდგება ფინანსურ საკითხებს. მას არ ესმის. როგორ უნდა დაიხარჯოს დიდი თანხები გართობასა და ფუფუნების საგნებზე, ამიტომ, უმჯობესია, მოხდეს ყველა ხარჯის სახელდახელოდ გააზრება, რათა არსებული რესურსები მთლიანად არ დაიხარჯოს. უნდა ითქვას, რომ ეკონომიური ადამიანის მიმართ, გველი პოზიტიურად არის `განწყობილი~, ამიტომ 2013 წელს ასეთ ადამიანებს ფინანსური პრობლემები ნაკლებად შეექმნებათ. მართალია შესაძლოა, ფინანსური შემოსავლები ძალზე მაღალი არ იყოს, მაგრამ არსებულ შემოსავლებს შედარებით სტაბილური ფორმა ექნებათ, რაც ადამიანებს იმის საშუალებას მისცემს, არა არა მარტო იმყოფინონ თანხები, არამედ დაზოგონ კიდეც.

შოუ-ბიზნესი, მოდა
2013 წელს ღირშესანიშნავი მოვლენები და პომპეზური საღამოები 2012 წელთან შედარებით მკვეთრად ნაკლები იქნება. `გველს არ უყვარს~ ამ კუთხით თავის გამოჩენა და აქტიურობა. მას სიმშვიდე `ურჩევნია~. 2013 წელს შოუებს და `ხმამაღალ~ დღესასწაულებს არ უნდა ველოდოთ.
გველის წლის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ წელს უფრო გამართლებულია ეკონომიურობა, მაინც მაღალ დონეზეა ხოლმე მოდასთან დაკავშირებული ტენდენციები. ამიტომ, შეიძლება ითქვას მოდა 2013 წელს საკმაოდ აქტიური და დატვირთული იქნება ახალი სიახლეებითა და საინტერესო გადაწყვეტებით. 

კრიმინოგენული სიტუაცია
2013 წელს დანაშაულებრივი ფონი უფრო გაძლიერდება და ეს 2013 წლის მარტსა და აპრილში უკვე საგრძნობი გახდება.
ადმინისტრაციული დანაშაული უფრო დასჯადი გახდება, ვიდრე 2012 წელს. არ არის გამორიცხული ვიხილოთ მთელი რიგი დაკავებები, რომლებიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან ან სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან იქნება დაკავშირებული. მოიმატებს ორგანიზებული დანაშაულების რიცხვიც, ეს განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში იქნება აქტიური. ამიტომ, გამკაცრდება კანონმდებლობა მათ მიმართ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. 
2013 წელს მოიმატებს ინტრიგების და ფინანსური თაღლითობების რიცხვიც, ამიტომ, ადამიანებს ასეთ სიტუაციების მიმართ მეტი ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. ასევე მოიმატებს კომპიუტერული დანაშაულების რიცხვიც, ამიტომ, საჭირო იქნება საქმიანი ინფორმაციის, პაროლების, პლასტიკური ბარათების პინ-კოდების და მათი მსგავსი ინფორმაციის საგულდაგულოდ შენახვა.

ჯანმრთელობა, სპორტი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს ადამიანებმა ყურადღება დაუთმონ საკუთარ ნერვულ სისტემას, არ დაუშვან სტრესების დაგროვება და დეპრესიული მდგომარეობა. ოპტიმიზმი და მომავლის რწმენა ადამიანებს ბევრი უსიამოვნებისგან დაიცავს. ზოგადად რისკის ქვეშ მოყვება ყველაფერი, რაც უკავშირდება ნერვულ დაბოლოებებს და სისხლძარღვებს. მოიმატებს ნერვის ანთების, რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის და მსგავსი დაავადებების ალბათობა. ყურადღებას მიიქცევს საჭმლის მომნელებელი სისტემა, რადგან გაიზრდება კვებითი ინფექციების ალბათობა (განსაკუთრებით ზაფხულში).
2013 წელს სპორტში შედარებით პოზიტიური პერიოდი იქნება სპორტის ინდივიდუალური და ასევე ძალისმიერი სახეობებისთვის. ექსტრემალურ სპორტს გველი ნაკლებად `სწყალობს~, ამიტომ, იმ ადამიანებმა, რომლებიც აქტიური და სარისკო სპორტული სახეობებით არიან დაკავებულები, სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.

2013 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

$
0
0


© geoastrolog (რამაზ გიგაური)

 ვერძი
2013 წელს აქტიურად დაიწყებთ და მთელი იანვარი და თებერვალი მოგიწევთ წინა წელს დაწყებული საქმეების დასრულება ან მათი სტაბილურ ფორმებში გადაყვანა. ამ პერიოდში წარმატებას ორიგინალური და არაორდინალური მიდგომით მიაღწევთ, ამიტომ, ნუ ჩაიციკლებით მოძველებულ მეთოდებსა თუ პრინციპებზე. დახმარებას მიიღებთ მეგობრებიდან და თანამოაზრეებიდან, მითუმეტეს, რომ მოსალოდნელია ახალი მოკავშირეები მოძებნოთ. საერთოდ 2013 წლის პირველი კვარტალი თქვენ ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რამდენად სწორად მოქმედებთ და რამდენად გაქვთ წარმატების მიღწევის შანსი. თებერვალსა და მარტის პირველი დეკადაში თქვენი დახმარება სხვა ადამიანებს დასჭირდებათ. 12 მარტიდან დაიწყება თქვენთვის აქტიური პერიოდი და შეეცადეთ, სამსახურებრივი საკითხების მოგვარება ამ პერიოდიდან დაიწყოთ. აპრილის მესამე დეკადიდან თქვენი მოქმედებები უფრო ნელი, თუმცა გაცილებით მიზანსწრაფული და მეთოდური გახდება. მოსალოდნელია აპრილსა და მაისში წარმატებას მიაღწიოთ ფინანსურ საკითხებში. მაისის ბოლოს და ივნისში მოიმატებს თქვენი კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების ხარისხი. ამ პერიოდში გაიზრდება როგორც საქმიანი კავშირების დამყარების, ისე სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისა და ქორწინების ალბათობა. ივლისის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება ოჯახური და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები _  სამსახურზე და კარიერაზე ზედმეტი ზრუნვის გამო მოსალოდნელია ოჯახის წევრები ყურადღების მიღმა დაგრჩეთ. ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დაიკლებს თქვენი ენერგეტიკა, ამიტომ, ამ დროს ნუ გადაიღლებით. კარგი იქნება თუ დაისვენებთ და ფიზიკურ ძალებს აღიდგენთ. შემოდგომა გაცილებით შემოქმედებითი და საინტერესო იქნება. მოიმატებს უცხოეთში მოგზაურობის, სწავლის დაწყების, საინტერესო ადამიანების გაცნობის, ახალი პარტნიორების შეძენის ალბათობა. ეს გასტანს ოქტომბრის მეორე ნახევრამდე. ოქტომბრის ბოლოდან თქვენ უფრო ყურადღებიანი და ამასთან კრიტიკული გახდებით, მოიმატებს დაპირისპირებების და კონფლიქტების ალბათობა, ამიტომ, ნუ აჰყვებით თქვენს წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორებსა და პროვოკაციებს. ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში მოერიდეთ რისკზე წასვლას, განსაკუთრებით ფინანსებში და ბიზნესში. დეკემბერში წარმატებას პარტნიორებთან ერთად მიაღწევთ, ამიტომ მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას და შეეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ პარტნიორებთან ერთად მიიღოთ. 

კურო
თქვენთვის 2013 წელი ადრე განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდი იქნება. იანვრიდანვე ახალი მიმართულებებით ნაბიჯები გაბედულად გადადგით, გამოავლინეთ ინიციატივა, გამოამჟღავნეთ შემოქმედებითი პოტენციალი, აქტიურად და დამოუკიდებლად იმოქმედეთ. შეეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება იანვარშივე შეძლოთ, მითუმეტეს, რომ ამ დროს წარმატების მიღწევის ალბათობა საკმაოდ მაღალი იქნება. თებერვალი შედარებით პასიური თვე იქნება. ამ დროს ურთიერთობებში ნუ იქნებით ჯიუტი და ხისტი, რათა კონფლიქტური სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. სასიკეთო აღმოჩნდება მარტის პირველი ნახევარი, ასევე წლის მეორე კვარტალი მთლიანად (გამონაკლისი აპრილის პირველი ნახევარი იქნება). ასე, რომ მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში მეტი ყურადღება და თავშეკავება გამოიჩინეთ, განსაკუთრებით ფინანსური ოპერაციების და კომერციული გარიგებების დროს. ასევე ყურადღება გმართებთ აპრილის ბოლოს, რადგან ეს თქვენთვის კარმული იქნება და მოსალოდნელია გააქტიურდეს წარსულში დაშვებული შეცდომები. მაისი და ივნისი შედარებით პოზიტიური იქნება, გააქტიურდება რემონტთან, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან, ასევე დასვენებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. ივლისში მოსალოდნელია გააქტიურდეს ოჯახური საკითხები, თქვენი დახმარება დასჭირდებათ ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებსაც კი, ამიტომ, ამ პერიოდში ყურადღებიანი და გულისხმიერი იყავით. თუ თქვენი გული თავისუფალია, ივლისის ბოლოს და აგვისტოში მოსალოდნელია რომანტიკულ ურთიერთობები გააბათ. თუმცა სასიყვარულო ურთიერთობებში ფრთხილად იმოქმედეთ და უკვე არსებულ კავშირებს ადვილად ნუ დაარღვევთ. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში გაგიჩნდებათ ახალი ვალდებულებები და მოგიწევთ გარკვეული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც, რაც დაკავშირებული იქნება სწავლის გაგრძელებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასთან და ახალ სამსახურთან. მოსალოდნელია ამ პერიოდში გავლენიანი ადამიანების დახმარება მიიღოთ. შემოდგომის პირველ ნახევარში ცხოვრებაში მეტი კომფორტის შექმნის სურვილი გაგიჩნდებათ, თუმცა ამის გამო ნუ გაზრდის ფინანსურ გასავლებს. ოქტომბერსა და ნოემბრის პირველ დეკადაში მოგიწევთ გარკვეულ უსამართლობასთან ბრძოლა და ამის გამო თქვენს საქმიან თუ პირად ურთიერთობებს გადახედოთ და მათში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ. წლის ბოლოს შეეცადეთ, რომ კონცენტრირებული და ორგანიზებული იყოთ, რადგან ეს საქმიანი პერიოდი იქნება და რამდენად ეფექტურად გამოიყენებთ მას, იმდენად წარმატებულად დაიწყებთ 2014 წელს.

ტყუპი
2013 წლის პირველი თქვენთვის მეტად სასიკეთო აღმოჩნდება, ამიტომ, შეეცადეთ, რომ ყველა თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ ამ დროს განახორციელოთ. დაიწყეთ წელი აქტიურად, თუმცა რეალური შედეგების მიღება უფრო თებერვალშია მოსალოდნელი. მანამდე კი წინა წლიდან "გადმოყოლილი" პრობლემების მოგვარება მოგიხდებათ, განსაკუთრებით ეს იქნება სამსახურთან, ფინანსურ შემოსავლებთან და ასევე ვალებთან დაკავშირებული საკითხები. თუ ამ ყველაფერს თავს იოლად გაართმევთ, მაშინ თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში უკვე წარმატების მიღწევა რეალური გახდება. მთლიანობაში მეტი პრაქტიკულობისა და პრაგმატულობის გამოჩენა გმართებთ, ამასთან, ნუ დაიწყებთ ბევრი საქმის ერთდროულად კეთებას, შეეცადეთ, რასაც დაიწყებთ ბოლომდე მიიყვანოთ. აპრილის მეორე ნახევრიდან თქვენ შედარებით გააქტიურდებით, ამ პერიოდში მოსალოდნელია ახალი იდეების გაჩენა, ახალი კავშირების დამყარება. არ არის გამორიცხული გააქტიურდეს სპორტთან, გასამხედროებულ ნაწილებთან ან იურისპრუდენციასთან დაკავშირებული საკითხები. ამ პერიოდში ნუ გასცემთ დაპირებებებს და ასევე მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების გაფორმებისას. საერთოდ პირველი კვარტლის დასასრული და მეორე კვარტლის დასასრული მსხვილი პროექტებისთვის დაწყებისთვის შედარებIთ ჰარმონიული პერიოდი იქნება. არ არის გამორიცხული აპრილში ან მაისში მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამაც. ამავე პერიოდში მოიმატებს თქვენი ოცნებებისთვის ხორცის შესხმის ალბათობა. ეს პოზიტიური პერიოდი ივნისის პირველი ნახევრის ჩათვლის გაგრძელდება. ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტო პოზიტიური იქნება განმარტოვებისთვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, დასვენებისთვის, განტვირთვისთვის და ასევე პიროვნული თვისებების თუ უნარების განვითარებისთვის. ზაფხულის პერიოდში თქვენში გაძლიერება შემოქმედებითობა, ეს კარგი დრო იქნება ხელოვნებაში მოღვაწეობისთვის, მოგზაურობისთვის და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის. სექტემბრის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ახალი საქმიანი ურთიერთობების დაწყება და ახალი კონტაქტების დამყარება, რომელიც დადებითად აისახება თქვენს სამსახურებრივ საქმეებზე თუ ფინანსურ მდგომარეობაზე. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში თქვენს გაგიჩნდებათ ცხოვრებაში ახალი ცვლილებების შეტანის შანსი, ამიტომ, აქტიურად იმოქმედეთ, რადგან ამ პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებას დიდწილად უკეთესობისკენ შეცვლიან. მეოთხე კვარტალში შედარებით პოზიტიური დეკემბერი იქნება და ამ დროს შეძლებთ ნოემბერში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და მოსალოდნელია საზოგადოებრივი ან პოლიტიკური მოღვაწეობის ამბიციაც კი გაგიჩნდეთ.

კირჩხიბი

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ შედარებით პოზიტიური 2013 წლის მეორე ნახევარი გამოდგება, თუმცა თუ წლის პირველ ნახევარში თავს ვერ გაართმევთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაშინ წარმატების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ. მთლიანობაში 2013 წელი თქვენთვის პროფესიული ზრდის, განვითარების და წინსვლის პერიოდი იქნება. თუ არ იქნებით შეზღუდული, დაკომპლექსებული, გაუბედავი, ამასთან თამამად იმოქმედებთ და საჭირო დროს გარისკავთ კიდეც, მაშინ მოსალოდნელია რომ პირველივე კვარტალში თქვენ საკუთარ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების განხორციელების შანსი გაგიჩნდებათ. იანვარსა და თებერვალში ურთიერთობა მოგიწევთ სხვადასხვა პროფესიის, კულტურისა და მსოფლმხედველობის ადამიანებთან - ეს შეხვედრები უმეტეს შემთხვევაში სასარგებლო და სარფიანი აღმოჩნდება. თებერვლის მესამე დეკადიდან აპრილის ჩათვლით თქვენთვის პირველ ადგილზე სამუშაო იქნება. სხვა და სხვა მიმართულებით ბევრი იდეის განხორციელება მოგიწევთ და ეს სამუშაო პროცესები თქვენთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდება. მაისის დასაწყისში შექმნილ პრობლემებს მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისშივე იოლად გადაჭრით, განსაკუთრებით ეს ოჯახურ ცხოვრებას, უძრავ ქონებას, ფინანსურ გაუგებრობებს და ბიზნესს ეხება. ივნისის მეორე და მესამე დეკადაში მოსალოდნელია გააქტიურდეს საოჯახო პრობლემები, ყოფითი საკითხები თქვენგან ბევრ დროს, ენერგიას და რესურსებს მოითხოვენ, ეს კი გაგაღიაზიანებთ. საინტერესო პერიოდი აღმოჩნდება ზაფხულის მეორე ნახევარი, როდესაც არა მხოლოდ ძველი სასიყვარულო ურთიერთობების და საქმიანი კონტაქტების აღდგენის საშუალება მოგეცემათ, არამედ შეძლებთ სრულიად ახლებურად გაიაზროთ შექმნილი რეალობა და ახალი კავშირებიც დაამყაროთ. შემოდგომის დასაწყისში სიფრთხილის გამოჩენა მოგიწევთ, შეეცადეთ ჯანსაღად მიუდგეთ ყველა საეჭვო და სარისკო საკითხს, მნიშვნელოვანი ცვლილებები კი დიდი სიფრთხილით განახორციელოთ. კრიტიკულად გადახედოთ მიღწეულ შედეგებს და დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. ეს დაგეხმარებათ წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლებაში და განვითარების ახალ ეტაპზე ეფექტურად გასვლაში. დეკემბრის პირველი ნახევარი გარკვეულწილად კარმული იქნება, რადგან ეს პერიოდი გლობალურ ჭრილში დაგანახებთ 2013 წელს რამდენად სწორად გამოიყენეთ რესურსები და რამდენად მომგებიან პოზიციაში იმყოფებით.
  
ლომი
2013 წელს თქვენ წარმატებას მიაღწევთ, თუ გაიაზრებთ, რომ უფრო მომგებიანი პარტნიორებთან ერთად საქმის კეთება და კოლექტიური საქმიანობაა. ამის გაცნობიერების აუცილებლობა იანვრიდანვე დაგიდგებათ, ამიტომ, 2013 წელს საკუთარ თავს მისიად დააკისრეთ პარტნიორული ურთიერთობების აწყობა, ურთიერთობების განვითარება, თანამოაზრეებისა და თანამოკავშირეების მოძიება და მათთან საქმიანი თუ პირადი სახის ურთიერთობების აწყობა. წლის პირველ კვარტალში მოგიწევთ გვერდზე გადადოთ ის სწავლებები, მეთოდები თუ პრინციპები, რომლებმაც გასულ წელს წარმატება ვერ მოგიტანათ და მოგიწევთ ახალი მეთოდების მოძიება, ახალი ცოდნის შეძენა ან არსებულის გაღრმავება და დახვეწა. მხოლოდ ახალი ცოდნით შეიარაღებული შეძლებთ იმ გამოწვევებისთვის თავის გართმევას, რომელთა წინაშეც თქვენს ამ წელს დადგებით. აპრილის ბოლომდე შესაძლებლობა მოგეცემათ აქტიურად იმოქმედოთ, გადაჭრათ ის პრობლემები, რომელთა მოგვარება თქვენი დიდი ხნის ოცნება იყო, წაიწიოთ წინ და გაერკვეთ სადავო საკითხებში. მაისში და ივნისის პირველ ნახევარში საკუთარ საქმიანობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგიწევთ, მოსალოდნელია ეს თქვენი პარტნიორების ან მეგობრების გამოც გააკეთოთ. მთლიანობაში წლის ნახევარში სერიოზული წარმატების მიღწევის შანსი გექნებათ. ზაფხული შედარებით პასიური პერიოდი იქნება, თუმცა ეს არ ეხება ივლისის ბოლოს და აგვისტოს პირველ ნახევარს, როდესაც თქვენში გაძლიერდება აქტიურობა, ამბიციურობა და მიზანსწრაფვა. დასვენებისთვის გამოიყენეთ ივნისი, ივლისის პირველი ნახევარი და აგვისტოს მეორე ნახევარი. შემოდგომით მოსალოდნელია ბევრი პროექტის წამოწყება მოგიწიოთ, რომელიც თქვენს საქმიანობას, სამსახურს, ბიზნესს ან ჰობის უკავშირდება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება ოქტომბრის პირველი დეკადიდან, როდესაც მიმდინარე პროცესებში თქვენი აქტიური ჩართვა აუცილებელი გახდება. შეეცადეთ, თამამად აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ ამ დროს მოსალოდნელია ახალი და საინტერესო პერსპექტივების გამოჩენა, პარტნიორული საქმიანობის დაწყება. თუ გამოიჩენთ ტაქტიანობასა და თანამშრომლობის ნიჭს, სერიოზულ წარმატებებს მიაღწევთ და გაიმყარებთ მატერიალურ მდგომარეობას. შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი სასიკეთოა სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევა-დასტაბილურებისთვისა და ქორწინებისთვის, ასევე დარღვეული კავშირების აღდგენისთვის.

ქალწული
2013 წლის დასაწყისი თქვენთვის იმის ერთგვარი კატალიზატორი გახდება, თუ რამდენად მზად ხართ ახალი რეალობის აღქმისთვის და შემოთავაზებული ტემპისთვის ფეხის აწყობისთვის. თუ იგრძენით, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ეიფორიაში ნუ ჩავარდებით, რადგან 2013 წლის განმავლობაში მრავალი წინაღობის გადალახვა მოგიწევთ, რაც თქვენგან სერიოზულობას, გამჭრიახობას და "ჭკვიანურ გათვლებს" მოითხოვს. 2013 წლის განმავლობაში მოგიწევთ ბევრი "ღია" საკითხის დახურვა, გადადებული თუ დაუსრულებელი საქმეების დასრულება და მსგავსი საკითხებიც თქვენგან ბევრ დროსა და ენერგიას წაიღებენ. წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები წამოვიდეს ასაკით ან თანამდებობით უფროსი ადამიანებისგან, მოსალოდნელია მოიპოვოთ მორალური ან ფინანსური მხარდაჭერაც. თებერვალსა და მარტში თავს საკუთარი წარსული შეგახსენებთ, არ არის გამორიცხული მოგიწიოთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, თუ საჭირო გახდა ითხოვეთ პატიება და პირველმა გადადგით ნაბიჯი გართულებული ურთიერთობების დარეგულირებისკენ. წლის მეორე კვარტლის დასაწყისში, კონკრეტულად კი აპრილში თქვენ მოგიწევთ საკმაოდ სერიოზული წინაღობების გადალახვა, რაც დაკავშირებული იქნება სამსახურთან, ფინანსებთან და ბიზნესთან. აპრილსა და მაისში ნუ მიუდგებით საქმიან საკითხებს და ურთიერთობებს კრიტიკულად, პირიქით პარტნიორების, თანამშრომლების, კოლეგების თუ ოჯახის წევრების მიმართ მეტი გაგება და გულისხმიერება გამოიჩინეთ.  ივნისსა და ივლისის პირველი ნახევარში წარმატების მიღწევა რამდენადმე სათუო გახდება, ამიტომ, ეს პერიოდი დასვენებისთვის და ემოციური განტვირთვისთვის გამოიყენეთ, თუმცა სწორედ ამ დროს გაიზრდება ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინების ალბათობა. ზაფხულის მეორე ნახევარში შე    დარებით ენერგიული და აქტიური გახდებით, გამოავლეთ მეტ ინიციატივას, დაამყარებთ ახალ კავშირებს და ეს საშუალებ ას მოგცემთ სექტემბერი საკმაოდ მაჟორული ნოტით დაიწყოთ. შეეცადეთ მთელი შემოდგომა ორგანიზებული, კონცენტრირებული და შეუპოვარი იყოთ. შექმნილი წინაღობები და ყოფითი პრობლემები ნუ შეგაშინებთ. ნუ გადაუხვევთ საკუთარ გზას და შეეცადეთ ყოველდღე აკეთეთ ის საქმე, რომელიც გიყვართ და სიამოვნებას განიჭებთ. წლის ბოლოს მოერიდეთ ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებების განხორციელებას და შეეცადეთ 2013 წელი მშვიდად და ზედმეტი გართულებების გარეშე დაასრულოთ.

სასწორი
2013 წელი თქვენთვის ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება. თქვენ გათავისუფლდებით   მომაბეზრებელი ვალდებულებებისგან თუ არაფრისმომტანი ურთიერთობებისგან, ეს მომავალი წარმატებული მოქმედებების დაწყების ძლიერი იმპულსი გახდება. იანვარში მოგიხდებათ პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების გარკვევა, რაც თქვენს გეგმებს პოზიტიურად წაადგება. თებერვლის პირველი ნახევარში მოიმატებს თქვენი აქტიურობა და მიზანსწრაფვა, რაც ბევრი საქმის შესრულების საშუალებას მოგცემთ. მარტსა და აპრილის დასაწყისში განვითარებული მოვლენები ახალი ცოდნის, გამოცდილების შეძენაში დაგეხმარებათ. საერთოდ მეორე კვარტალი სასიკეთო იქნება მფარველებთან, მეცენატებთან, სპონსორებთან ურთიერთობების, მორალური თუ მატერიალური მხარდაჭერის მოპოვებისთვის, პროტექციის მიღებისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად დაიხარჯეთ და შეეცადეთ, ყველა თქვენს მიზანს ბოლომდე მიჰყვეთ და დაწყებული საქმეები შუა გზაზე არ მიატოვოთ. თუ აპრილის ბოლოსა და მაისში დროის უკმარისობას იგრძნობთ, შეეცადეთ, შესასრულებელი საქმეები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ და მათზე დრო მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოჰყოთ. მაისში მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, შარმი, რაც თავის მხრივ გაზრდის ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების, რომანტიკული საღამოების და ქორწინების ალბათობას. არ არის გამორიცხული ამ პერიოდში გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, რომელიც თქვენი კარგი მეგობარი გახდება. ზაფხულის პირველი ნახევარი შედარებით პასიური იქნება, თქვენთვის საჭირო გახდება მეტი კომფორტის და სიამოვნების მიღება, ამიტომ, ეს პერიოდი კარგი იქნება დასვენებისთვის და დროის მყუდროდ გატარებისთვის. თუმცა ზაფხულის მეორე ნახევარი უფრო შემოქმედებითად იქნება დატვირთული, რაც საშუალებას მოგცემთ საინტერესო და ორიგინალური იდეა მოიფიქროთ, თანამოაზრეებთან ერთად ახალ, საინტერესო პროექტებში ჩაებათ ან მომავლისთვის სამოქმედო გეგმები დასახოთ. ეს კარგი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებებისთვისაც. შემოდგომაზე ახალი ძალით დაიწყება პერსპექტიული პერიოდი, რომლის სასიკეთო გავლენას ჯერ კიდევ ზაფხულში იგრძნობთ. შემოდგომის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები დაიწყოს და ეს დაუკავშირდება სამსახურებრივ წინსვლას, ფინანსური შემოსავლების ზრდას, ოჯახური საკითხებში და საერთოდ ცხოვრებაში ჰარმონიის მიღწევას. ნოემბრის ბოლოსა და დეკემბერში მოსალოდნელია ახალი შემოთავაზებები მიიღოთ, თუმცა დათანხმების შემთხვევაში მუხლჩაუხრელი შრომა მოგიწევთ, რათა დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, ამის მიუხედავად შემოთავაზებულ წინადადებებსა თუ დახმარებებზე უარს ნუ იტყვით.

მორიელი
თუ თქვენ მზად ხართ საკუთარ თავში თუ ცხოვრებაში ბევრი რამის ფუნდამენტალურად შეცვლისათვის, მაშინ 2013 წელი ამის საშუალებას მოგცემთ. ეს წელი დაგეხმარებათ რეალურად ბევრი რამ დაინახოთ, გაიაზროთ და გააცნობიეროთ.  ნუ დაუხრით ამ წელს თავს და შექმნილი წინაღობების გამო ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, იყავით ენერგიული, სიცოცხლის მოყვარული და პოზიტიური. სწორედ ასე უნდა დაიწყოთ 2013 წელი. წლის პირველი კვარტალი დაგეხმარებათ "ახალ რელსებზე" გადაეწყოთ, მოქმედებების ახალი გეგმები დასახოთ და არ არის გამორიცხული ახალი მოკავშირეებიც კი შეიძინოთ. იანვარ-თებერვალში უნდა შეძლოთ წინა წელს შექმნილი პრობლემების დარეგულირება, რათა წლის მეორე კვარტალში შექმნილ სასიკეთო პერსპექტივებს სრულიად მომზადებული შეხვდეთ. აპრილსა და მაისში გაწეული ძალისხმევა სასიკეთო შედეგებს წლის მეორე ნახევარში მოიტანს, ამიტომ, ნუ იგრძნობთ უკმაყოფილებას, თუ შედეგებს მაშინვე ვერ დაინახავთ. მაისის ბოლოს და ივნისში საშუალება მოგეცემათ საკუთარ საქმიანობაში ზოგიერთი რამ შეცვალოთ და კორექტირება შეიტანოთ, თუმცა ამ ცვლილებების დროს ნუ იქნებით ხისტი და ჯიუტი, მოუხმეთ დიპლომატიას და უფრო მეტს და რაც მთავარია იოლად მიაღწევთ.  ივნისის ბოლოსა და ივლისში იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, ამიტომ, კარგი იქნება თუ ამ დროს ენერგიას კონკრეტული პროექტებისკენ წარმართავთ, ეს ეხება ახალი ცოდნის შეძენას, საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის შეცვლას, იურიდიული საკითხების მოგვარებას და გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებას. ზაფხულის ბოლოს გააქტიურდება საკმაოდ პერსპექტიული ტენდენციები, სადაც თქვენი პირდაპირი ჩართვა გახდება საჭირო. ამიტომ, შემოდგომიდან უკვე ბევრ საკითხზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ინიციატივის გამოვლენა მოგიწევთ. მითუმეტეს, რომ სექტემბრის ბოლოდან თქვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო გააქტიურდება საქმიანი სფერო, სამსახურთან, საქმიან მოგზაურობასთან, მივლინებასთან, შეხვედრებთან და მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები. ოქტომბრის პირველი ნახევარი შედარებით პასიური იქნება, თუმცა ოქტომბრის ბოლოდან წლის ბოლომდე როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში მოვლენები საკმაოდ დინამიკურად განვითარდება და წარმატების მიღწევის მაღალი შანსი გექნებათ.

მშვილდოსანი
მთლიანობაში 2013 წელს და განსაკუთრებით მის პირველ ნახევარს მაინცა და მაინც პოზიტიურს ვერ დავარქმევთ, თუმცა თუ გონიერებას გამოიჩინეთ, ამასთან წარსულში დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებთ და მათი მომავალი განმეორებისგან გარკვეულწილად თავს დაიზღვევთ, მაშინ წლის პირველ კვარტალში 2012 წელთან შედარებით თქვენს მდგომარეობას შესამჩნევად გამოასწორებთ. იანვრიდანვე მოგიწევთ ყველა იმ საკითხზე ფიქრი და ზრუნვა, რომლებიც თქვენთვის გასული წლის ბოლოს აქტუალური იყოს - უპირველესად კი ეს იქნება ფინანსური მხარე. წლის პირველ კვარტალში თქვენს მცდელობებს გაზარდოს ფინანსური შემოსავლები, შესაძლოა პოზიტიური შედეგი მოჰყვეს, განსაკუთრებით თუ პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერას მოიპოვებთ. მარის ბოლოს და აპრილის დასაწყისში თქვენი ენერგიულობა მკვეთრად მოიმატებს, ეს კი სასიკეთოდ აისახება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაზე. გაგიჩნდებათ ახალი ინტერესები, იდეები, მისწრაფებები და შანსები. გააქტიურდება უძრავ ქონების ყიდვა-გაყიდვასთან, რემონტთან და ასევე მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ახალი შანსები გაგიჩნდებათ მაისსა და ივნისში, თუმცა ეს უფრო ადრე წარმოშობილი პრობლემების მოგვარების პერსპექტივები იქნება. შეეცადეთ ამ პერიოდში წლის პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და პრობლემური ურთიერთობები დაარეგულიროთ. მესამე კვარტლის დასაწყისში, კონკრეტულად კი ივლისში მნიშვნელოვანი გახდება საქმიან ინფორმაციის მიღება, მისი დამუშავება და გამოყენება. მოლაპარაკებების დროს ნუ იქნებით ხისტი და არადიპლომატიური, ეს ბევრ შანსს გაგაშვებინებთ ხელიდან. აგვისტო დასვენებისთვის გამოიყენეთ, ოღონდ ეს ნამდვილი დასვენება უნდა იყოს და არა ქალაქგარეთ ერთდღიანი გასეირნება. განიტვირთეთ და ამასთან შემოდგომაზე განსახორციელებელი გეგმებიც დასახეთ. შემოდგომის დასაწყისში გააქტიურდება სამსახურებრივი საკითხები და მოსალოდნელია გაგიჩნდეთ დაწინაურების, სარფიანი გარიგების ან ხელსაყრელი შეთანხმების შანსი. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის ბოლოს ფინანსურ სფეროში ეკონომიურობის, ხოლო ურთიერთობების მოქნილების, ტაქტის და დიპლომატიურობის გამოჩენა მოგიწევთ, რათა პრობლემებს ფინანსებში და ურთიერთობებში თავი აარიდოთ. წლის ბოლოს კი მოსალოდნელია ბევრი რამისთვის სხვა თვალით შეხედვამ მოგიწიოთ. მიუხედავად თქვენს ცხოვრებაში შექმნილი რეალობისა, მზად უნდა იყოთ მისი მიღებისთვის და შექმნილ გარემოებებზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისთვის.

თხის რქა
თქვენთვის წლის 2013 წელი არ იქნება ისეთივე პოზიტიური და სასიკეთო, როგორც გასული წელი, ეს განსაკუთრებით მის მეორე ნახევარზე შეიძლება ითქვას, ამიტომ, პირველი და მეორე კვარტალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, რომ წლის მეორე ნახევარში რისკზე წასვლა და იძულებითი ცვლილებების განხორციელებამ არ მოგიწიოთ. იანვარსა და თებერვალში მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური საკითხები და ამიტომ, შეეცადეთ, რომ ოჯახის წევრების და ასევე ასევე მეგობრების და პარტნიორების მიმართ გულისხმიერი და თბილი იყოთ. წლის პირველ კვარტალში არა მხოლოდ თქვენ დაეხმარებით სხვებს, არამედ მათი დახმარებაც დაგჭირდებათ, ამიტომ, უახლოესი ადამიანების რჩევებს და დარიგებებს ყურადღებით მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ. მარტის ბოლოს და აპრილში ცხადი გახდება, თუ რამდენად რეალურ გეგმები გაგაჩნიათ და რამდენად კონკრეტულ პროექტები გაქვთ წამოწყებული, ამიტომ, ამ პერიოდში შექმნილ კრიზისების საფუძვლიანი ანალიზი მოახდინეთ. მაისში საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდება და გაგიჩნდებათ პოზიტიური ცვლილებების შანსი როგორც ფინანსებში, ისე სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში. ივნისი და ივლისის მეორე ნახევარი შედარებით მეტ ყურადღებას ითხოვს, ამ პერიოდში დაქვეითდება თქვენი ტონუსი და დაბლა დაიწევს თქვენი ენერგეტიკა, ამიტომ, ნუ გადაიღლებით, ნუ წამოიწყებთ საეჭვო და ავანტიურისტულ მოქმედებს, ნუ მოაწერთ ხელს იმ საბუთებს, რომლებიც ფიზიკურ-მატერიალურ პლანში არაფერს გაძლევენ. გამოიყენეთ ეს დრო დასვენებისთვის. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში გააქტიურდებით და საშუალება მოგეცემათ ახალი საქმეები წამოიწყოთ ან ძველ საქმიანობაში პოზიტიური ცვლილებები განახორციელოთ, თუმცა ყველა ცვლილება თქვენგან უდიდეს შრომისმოყვარეობას, ორგანიზებულობასა და წინაღობების გეგმაზომიერად გადალახვის უნარს მოითხოვს. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში მოსალოდნელია მიაღწიოთ სასურველ შეთანხმებებს, გააფორმოთ ხელშეკრულება ან გაემგზავროთ უცხოეთში. თუმცა ამ პერიოდში მოერიდეთ ფულის სესხება-გასესხებას, ხოლო კომერციული გარიგებების დროს ყველა საკითხი იურისტთან შეათანხმეთ, რადგან გაზრდილი იქნება შეცდომების დაშვების ალბათობა. შედარებით პოზიტიური იქნება ნოემბრის პირველი ნახევარი და ასევე დეკემბრის მეორე ნახევარი, ამიტომ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები სწორედ ამ დროს დაგეგმეთ.

მერწყული
2013 წელი მთლიანობაში თქვენ საშუალებას მოგცემთ განსხვავებულად და რაც მთავარია უფრო ეფექტურად წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები. წლის პირველი ნახევარში გაგიჩნდებათ იმ ყველაფრის მთლიანად ან ნაწილობრივ შეცლის შანსი, რაც თქვენს უკმაყოფილებას იწვევს. თუ თქვენ იანვრიდანვე მტკიცედ და ორგანიზებულად დაიწყებთ იმ საკითხებზე და ამოცანებზე მუშაობას, რომლის გადაჭრასაც 2013 წელს აპირებთ, მაშინ უკვე თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში პირველ შედეგებს დაინახავთ. მარტის ბოლოს და აპრილის პირველ დეკადაში წინდახედულება და სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. აპრილის ბოლოსა და მაისის პირველი ნახევარში ყურადღება გაამახვილეთ უახლოესი ადამიანებისგან წამოსულ საქმიან წინადადებასა და შემოთავაზებაზე. მითუმეტეს, რომ მოსალოდნელია ამ ყველაფერზე წინასწარ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ, ეს კი სასურველი ცვლილების განხორციელების შანსს ერთი-ორად გაზრდის. მაისის მესამე დეკადაში მომხდარ ცვლილებებს ძალიან მნიშვნელობა ექნება, რადგან დიდ წილად მათზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება წლის მეორე ნახევარში მოვლენები, ამიტომ, წინდახედულად იმოქმედეთ. ივნისში გააქტიურდება სამსახურებრივი და კარიერული საკითხები, შესაძლოა, მოგიხდეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, რომლებიც ისევ და ისევ სამსახურებრივ საკითხებთან იქნება დაკავშირებული. ივლისში კარგი იქნება დასვენება, ამიტომ, შეეცადეთ, რომ მცირე ხნით საქმეები გვერდზე გადადოთ და დრო საკუთარ თავს მიუძღვნათ. აგვისტოს პირველი შედარებით პასიური იქნება, თუმცა აგვისტოს ბოლოს სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით მგზავრობის დროს, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. სექტემბერში მოგიწევთ საქმიანი ურთიერთობების და კავშირების გადასინჯვა, მოსალოდნელია მოგიწიოთ საქმიანი შეთანხმებები ან ხელშეკრულებების გაფორმება. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში განვითარებული მოვლენები თქვენი მხრიდან სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვენ, რათა არა მხოლოდ გადალახოთ შექმნილი სამსახურებრივი წინაღობები და მოაგვაროთ მოულოდნელად გაჩენილი პრობლემები, არამედ შეინარჩუნოთ ემოციური სიმშვიდე და ამას მტკიცე ნერვების ხარჯზე მიაღწევთ. ნოემბერი მიუძღვენით წვრილმანი საკითხების მოგვარებას, ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემების გადაჭრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა წლის ბოლოს მოსალოდნელ პოზიტიურ ცვლილებებს ზედმეტი წვრილმანებისგან თავისუფალი შეხვდეთ. 

თევზები
2013 წელი პერსპექტივების და ცვლილებების კუთხით შეიძლება ითქვას, ორ ნაწილად იქნება გაყოფილი - წლის პირველი ნახევარი უფრო პოზიტიური იქნება ოჯახთან, ოჯახურ საკითხებთან, ოჯახის შექმნასთან, ბავშვებთან, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. წლის მეორე ნახევარი კი უფრო ხელსაყრელი სამსახურებრივი წინსვლისთვის, სამსახურში და კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის, ბიზნესისთვის, ფინანსური შემოსავლების გაზრდისთვის და მსგავსი საკითხების გადაწყვეტისთვის იქნება ხელსაყრელი. იანვრიდან მარტის ჩათვლით მოსალოდნელია შეიცვალოთ სოციალური სტატუსი, წამოიწყოთ სახლში რემონტი, გქონდეთ ახალი შენაძენები, მოკლედ შეიტანოთ საინტერესო სიახლეები თქვენს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში. ეს თქვენს ცხოვრების უფრო მრავალფეროვანს, პოზიტიურს და ხალისიანს გახდის. აპრილის მეორე ნახევარში და მაისის პირველ ნახევარში თქვენი გამოუცნობი ხასიათი და ჰუმანიზმი მაგნიტივით მიიზიდავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს, ამიტომ, ამ დროს მოიმატებს ფლირტის, სასიყვარულო ურთიერთობების და ქორწინების ალბათობა. ეს პერიოდი ასევე პოზიტიური იქნება მცირე ხნით დასვენებისთვის, დაძაბული სამუშაო რეჟიმიდან მცირე ხნით გათავისუფლებისთვის და რელაქსაციისთვის. ეს არა მხოლოდ დასვენების საშუალებას მოგცემთ, არამედ თქვენს გონებრივ მონაცემებზე და წარმოსახვაზე სასიკეთოდ იმოქმედებს, ეს კი მომავლის უკეთესად დაგეგმარებაში და საჭირო ცვლილებების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ივნისი და ივლისი საკმაოდ კარგი პერიოდია ახალი საქმეების, მათ შორის ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე ახალი შემოქმედებითი გაერთიანების შექმნისთვის, სამსახურში ცვლილებების განხორციელებისთვის. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ წარმატებების მოპოვებისთვის საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების ზუსტი შესრულება მოგეთხოვებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აგვისტოს მეორე ნახევარში და სექტემბრის პირველი ნახევარში სასიკეთო მომენტები შესაძლოა, უსიამოვნო მოვლენებმა, კრიზისებმა და საქმიანი ურთიერთობების მოულოდნელმა გაწყვეტამაც კი შეცვალოს. დასვენებისთვის შეგიძლიათ სწორედ აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი გამოიყენოთ. ოქტომბერში და ნოემბრის პირველ დეკადაში მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა, მოსალოდნელია პირადი თუ საქმიანი ცხოვრების გამო ესტუმროთ თქვენთვის საინტერესო ადგილებს. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის პირველი ნახევარი ხელსაყრელი იქნება სხვა და სხვა ტიპის გადანაცვლებებისთვის, ურთიერთობებში თუ პროექტებში ახალი იმპულსების შეტანისთვის და სამსახურებრივი ცვლილებისთვის.

2013 წელს პლანეტა იუპიტერის ზოგადი გავლენა

$
0
0
© geoastrolog (რამაზ გიგაური)

2013 წელს სოციალური გარდაქმნების, ცვლილებების, წარმატებისა და გამარჯვების მომტანი პლანეტა იუპიტერი ტყუპის და კირჩხიბის ნიშნებში იმოძრავებს.
იუპიტერი ტყუპის ზოდიაქოში 2013 წლის დასაწყისიდან 26 ივნისამდე იმოძრავებს და აქედან გამომდინარე ამ პერიოდში გამარჯვებას კომუნიკაბელურობა, სწრაფი აზროვნებისა და კოორდინაცის უნარი, ურთიერთობებში ინიციატივის გამოვლენა, ინფორმაციის სწრაფად მოპოვება, ეფექტურად დამუშავება და დროულად გადაცემა მოიტანს.
წლის პირველი ნახევრისთვის სასიკეთო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იოლად შეუძლიათ ურთიერთობებში შესვლა და კავშირების დამყარება. ეს კარგი დროა ახალი პარტნიორების მოძიებისთვის, ადრე დაწყებულ პარტნიორობთან ურთიერთობებში ახალი იმპულსების შეთანისთვის. თუმცა საჭირო იქნება დაწყებული საქმეების დასრულება, რადგან მაღალი იქნება იმის ალბათობა, რომ ბევრი საქმის ერთდროულად დაწყება მოხდეს, თუმცა შემდგომში მათი ბოლომდე დასრულება კი შეფერხდეს, ამიტომ, სჯობს იმდენი საქმე იქნას დაწყებული, რომ მათი წარმატებით დასრულებისთვის ენერგია და რესურსები ყველას ეყოს.
26 ივნისს შემდგომ იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და 2013 წლის ბოლომდე იქ დარჩება. იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში ეგზალტირებულ მდგომარეობაშია, ამიტომ მისი კოსმობიოლოგიური გამოვლენა საკმაოდ პოზიტიური იქნება. ამ დროს მოსალოდნელია საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები რაც უკავშირდება ქვეყანაში ტრადიციების აღდგენას, ტრადიციებთან დაკავშირებული კანონების მიღებას და მასთან დაკავშირებით პოზიტიური კუთხით სახელმწიფობრივ ჩარევას.
წლის მეორე ნახევარში მოიმატებს დაოჯახების ალბათობაც, რადგან როგორც წესი კირჩხიბის ზოდიაქო უკავშირდება ოჯახურ საკითხებსა და ურთიერთობებს. ეს პერიოდი ასევე პოზიტიური იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. მათ შორის ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-დაქირავება, დაგირავება-გაგირავება, რემონტი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. პოზიტიური იქნება იპოტეკით დატვირთული და დაყადებული უძრავი ქონების `გამოხსნა~. მითუმეტეს, რომ 2013 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პოზიტიური ძვრები მოხდეს შეჩერებულ და პრობლემურ მშენებლობებთან დაკავშირებით.
ეს სასურველია მოხერხდეს 8 ნოემბრამდე, რადგან სწორედ ამ პერიოდში იუპიტერი ასტროლოგიური თვალსაზრისით რეტროგრადულად (უკან) დაიწყებს მოძრაობს და დროს მოხდება იუპიტერის ასტროლოგიური ფუნქციის კარმული გამოვლენა: ადამიანებს ზედმეტი ემოციები ხელს შეუშლის, ამიტომ, სასურველია ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას. საჭიროა მეტი გულისხმიერებისა და ურთიერთგაგების გამოჩენა ოჯახის წევრების მიმართ.
წლის პირველი ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნების _ ტყუპის (განსაკუთრებით), სასწორის და მერწყულის ნიშნით, ხოლო წლის მეორე ნახევარი კი წყლის სტიქიის ნიშნების - კირჩხიბის (განსაკუთრებით), მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.

Article 0

$
0
0
პოზიტიური აზროვნების გვერდი - მოიწონეთ და გაეცანით საინტერესო ინფორმაციას:
პოზიტიური აზროვნების, მოტივაციის, წარმატების მიღწევის და ბევრი სხვა საინტერესო თემატიკის შესახებ

https://www.facebook.com/pozitiuri.azrovneba

ყოველდღიური 30 წუთი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

$
0
0
 © geoastrolog (რამაზ გიგაური)


(Self-Help)

წარუმატებლობის ყველაზე დიდი მიზეზი - მოთმინების არ ქონაა. ეს არის ასევე საქმიანობის დაწყებისას შედეგის მომენტალურად მიღების მძაფრი სურვილი. რეალობა კი ასეთია - წარმატების მიღწევას გარკვეული დრო სჭირდება. დიდ წარმატების მიღწევას ლოგიკურად "დიდი დრო" სჭირდება.

ინგლისელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი მილიარდერი ერთ ღამეში არ გამხდარა. არც მადონას გაუღვიძია ერთ ღამეში პოპ-მუსიკის დედოფლად, დევიდ ბექჰემიც არ გამხდარა რამდენიმე ვარჯიშით უდიდესი ფეხბურთელი.
მიუხედავად ამისა, არსებობს საშუალება, რომელიც ყველა ადამიანთან და ყველა სიტუაციაში "მუშაობს". ადამიანების უმრავლესობამ იცის მის შესახებ, მაგრამ არასდროს იყენებს. რატომ? იმიტომ, რომ ურჩევნიათ დაელოდონ, როდის "დაუჩოქებთ' სამყარო, მაგრამ, როგორც წესი, სამყარო ამას არ აკეთებს.
თუ თქვენ გაითავისებთ ამ უბრალო საშუალებას, ის აუცილებლად წარმატებასთან მიგიყვანთ. რა არის ეს?
მას "ნახევარი საათის" თეორია ეწოდება. მისი ღირსება იმაშია, რომ იგი ყველა ადამიანს და ასევე ნებისმიერ გრაფიკს ერგება. "ნახევარი საათის" იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ყოველდღიურად, ნახევარი საათის მანძილზე ერთსა და იმავე მარტივ მოქმედებას აკეთებთ და შემდეგ თანდათანობით ართულებთ, ხვეწავთ და ავითარებთ მას.
არაფერია განსაკუთრებული, ხომ ასეა? ძალიან ბევრი ადამიანი ამ მეთოდის ბანალურობაზე საუბრობს, მაგრამ მისი გამოყენება არც უცდია. თუ თქვენ ყოველდღიურად ნახევარ საათს წიგნის კითხვას დაუთმობთ, ერთი წლის მანძილზე 24 წიგნის წაკითხვას შეძლებთ, რაც უფრო მეტია, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა 10 წლის მანძილზე კითხულობს!
თქვენ შეგიძლიათ დღეში ნახევარი საათი უცხო ენის სწავლას დაუთმოთ, გაიღრმავოთ ცოდნა ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხში, მიიღოთ სასურველი გამოცდილება.
ასე, რომ გამოიყენეთ ეს დრო ცხოვრების მიზნის ასრულებისთვის. დაკავდით იმით, რასაც უდროობის გამო მომავლისთვის გადადებთ ხოლმე.
თქვენ გაოცებული დარჩებით, როდესაც მიხვდებით, როგორ წაიწიეთ წინ მხოლოდ დღეში 30 წუთით მუშაობის წყალობით. გახსოვდეთ, რომ თქვენ უფრო მეტს აკეთებთ ვიდრე ადამიანების უმრავლესობა. აივსეთ მოთმინებით და ნუ დაელოდებით მომენტალურ შედეგებს. ყველაფრისათვის დროა საჭირო და რაც უფრო გრანდიოზულია თქვენი მიზანი, მით უფრო ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი მის მისაღწევად.
ყოველდღიურად გამონახეთ ნახევარი საათი თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებისთვის და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ იმ მიზანს, რომელიც წლების უკან დაისახეთ და ჯერ-ჯერობით მისთვის ვერ მიგიღწევიათ.
ყოველდღიურად... მხოლოდ 30 წუთი და წარმატება გარანტირებული გაქვთ!

იპოვეთ თქვენი სასიყვარულო პარტნიორი ნუმეროლოგიის დახმარებით

$
0
0
 © geoastrolog (რამაზ გიგაური)


ინდურ ნუმეროლოგიაში არსებობს საკმაოდ საინტერესო მეთოდი, რომლის დახმარებით შეგიძლიათ გამოთვალოთ  საკუთარი მომავალი პარტნიორის "ცხოვრების ციფრი"და ასე გაიგოთ თქვენი პარტნიორის ხასიათი.
ჯერ საჭიროა გამოთვალოთ საკუთარი პარტნიორის "ცხოვრების ციფრი" და ამას ამ მეთოდით ვაკეთებთ. ვკრებთ ჩვენი პარტნიორის დაბადების დღის, თვისა და წლის რიცხვებს და შემდეგი მათი ჯამი "დაგვყვავს" ერთნიშნა ციფრამდე.
მაგალითად, ჩვენი მომავალი პარტნიორი დაიბადა 1989 წლის 11 აგვისტოს.
დავწეროთ ეს თარიღი ციფრებში და ყველა მათგანი შევკრიბოთ:
1 + 1 (დღე) + 0 + 8 (თვე) + 1 + 9 + 8 + 9 (წელი) = 37.
ახლა კი 37 დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე, ანუ ამ რიცხვში შემავალი ციფრები შევკრიბოთ:  37 = 3 + 7 = 10.
მიღებული რიცხვში შემავალი ციფრები დავუმათ ერთმანეთს იქამდე, სანამ ერთნიშნა ციფრ არ მივიღებთ, ანუ 10 = 1 + 0 = 1.
გამოდის, რომ თუ ჩვენი პარტნიორი 1989 წლის 11 აგვისტოს დაიბადა, მისი "ცხოვრების ციფრი" ყოფილა 1.
ქვემოთ გაიგეთ ყველა შესაძლოა ვარიანტის ინტერპრეტაცია (როგორც მამაკაცის, ისე ქალის შემთხვევაში).

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 1

ქალი: მას მტკიცე ხასიათი აქვს. უყვარს დომინირება და იმპულსურია, ამიტომ მამაკაცს მასთან მეტი მოთმინება მართებს.
მამაკაცი: ის მამაცი, დამოუკიდებელი, ენერგიული და შემტევია. მიზანდასახულობისა და საკუთარი თავის რწმენის გამო მანდილოსნებში პოპულარულია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 2
ქალი:ასეთი ქალი კომუნიკაბელური და მომხიბვლელია. ვერ იტანს უხეშობას და კონფლიქტურ სიტუაციებვს. იგი მეოცნებეა. უყვარს როდესაც ანებივრებენ.
მამაკაცი: მას უყვარს საზოგადოებაში ყოფნა, უშუალო და მიმნდობია. აფასებს სილამაზეს და იოლად უყვარდება. ყველაზე მეტად კომფორტისკენ და სტაბილურობისკენ ისწრაფვის.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 3
ქალი:ის მოძრავი და ინტერესიანია. ძლიერი ინტუიციით გამოირჩევა. ყოველთვის ოპტიმისტურად არის განწყობილი და მომავლის სჯერა. რომანტიკულია და თავგადასავლებს ეძებს.
მამაკაცი:აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელურია. პარტნიორში არა მხოლოდ გარეგან, არამედ შინაგან სილამაზესაც აფასებს. ასევე ხიბლას განათლებული, ინტელექტუალური პარტნიორი. ვერ იტანს შეზღუდვებს.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 4
ქალი:რეალისტი, პრაქტიკული და საღად მოაზროვნე ადამიანია. პირველ ადგილზე ოჯახსა და ბავშვებს აყენებს. თუმცა ეჭვიანია და ზოგჯერ ჭირვეულობაც ახასიათებს.
მამაკაცი:ის ქალში საიმედოობსა და მკაფიოობას აფასებს. ტრადიციების დაცვას ცდილობს. ვერ იტანს დაუფიქრებელ და არაგონივრულ ხარჯებს, ამიტომ, მის პარტნიორს ეკონომიურობა და ასევე ერთგულება მოეთხოვება.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 5
ქალი:მიმზიდველი, არტისტული და მგრძნობიარეა. ცდილობს ხოლმე გადაწყვეტილება სხვების დახმარების გარეშე მიიღოს. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ზოგჯერ ეს ეგოიზმშიც გადასდის. 
მამაკაცი: ის დამოუკიდებელი, მომხიბვლელი და მოსიყვარულეა. უყვარს ლიდერობა, თუმცა დიდსულოვანი და რომანტიკულიც არის. შეუძლია გაგება და პარტნიორის პრობლემების გულთა ახლოს მიტანა.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 6
ქალი: შესაძლოა გარეგნულად იგი აუღელვებელი და ცივი ჩანდეს, თუმცა შინაგანად მგრძნობიარე და მეოცნებეა. აქვს ძლიერი ინტუიცია და ხშირად სწორ არჩევანს აკეთებს. მოკრძალებულია და არც თუ იშვიათად ბუტიაობაც ახასიათებს.
მამაკაცი:შრომისმოყვარე, საიმედო და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია. ხშირად უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, რასაც მტკივნეულად განიცდის. სიახლეები ნაკლებად იზიდავს და ცდილობს მიღწეული არ დაკარგოს. აფასებს ოჯახს და ერთგულია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 7
ქალი: ის მომხიბვლელია და შარმიანი ქალია, თუმცა სწორედ თვისებები საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს ერთდროულად იზიდავს და აფრთხობს კიდეც. ჭკვიანი და დიპლომატიურია და ეს ეხმარება პარტნიორთან სტაბილური კავშირების აწყობაში.
მამაკაცი:ეს მამაკაცი პარტნიორის აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა დამოუკიდებელია და ცდილობს დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწიოს. უნდა ითქვას, რომ მას მიზნის მიღწევისას უმართლებს კიდეც. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტიმური სიახლოვე. პარტნიორის მიმართ  ტაქტიანი და ყურადღებიანია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 8
ქალი:ეს ქალი ძალაუფლების მოყვარულია, თუმცა გულში სათუთია, ხოლო გარეგნულად დიპლომატიურია, ამიტომ, ჭკვიანურად უთმობს ინიციატივას მამაკაცს და ცდილობს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. მას სიყვარული და თანაგრძნობა სჭირდება, ამიტომ, პარტნიორად ძლიერ და ყურადღებიან მამაკაცს ირჩევს.
მამაკაცი: ეს მამაკაცი საკუთარ თავში დარწმუნებული, ორგანიზებული და პრაქტიკულია. გამოირჩევა დიდი ნებისყოფით და შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც. პატიოსანია და თუ პარტნიორს ენდო, მაშინ ბოლომდე ენდობა. თუმცა ზოგჯერ მეტად ამაყია და ეს ურთიერთობების განვითარებას ცოტას ამუხრუჭებს.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 9
ქალი: არაორდინალური და საინტერესო ქალია. აინტერესებს ფილოსოფია, კულტურდა ხელოვნება. მისთვის მატერიალური კომფორტი ბევრს ნიშნავს, ამიტომ, ურთიერთობების დაწყებისას წინდახედულად მოქმედებს. ვერ იტანს როდესაც ზღუდავენ და ამის გამო კონფლიქტშიც შეიძლება შევიდეს.
მამაკაცი: ის ერუდირებული, რომანტიკული და გულღიაა. მისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ურთიერთობა. არის სექსუალური. შეუძლია იყოს აგრესიულიც. თუმცა შეუძლია პარტნიორის გამო საკუთარი ინტერესებიც კი დათმოს.

ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების 10 რეცეპტი

$
0
0
 © geoastrolog (რამაზ გიგაური)


(Self-Help)
გჯეროდეთ საკუთარი თავის!

ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში ძალიან პოპულარულია ე. წ. წიგნები Self-Help-ის შესახებ. ეს არის თვით დახმარების სისტემა, როდესაც ადამიანი საკუთარი ცოდნის, გამოცდილების, უნარების და რესურსების ეფექტური გამოყენებით ახერხებს მისთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებას. ამერიკელი ფსიქოლოგებმა იელის უნივერისტეტიდან სხვა და სხვა Self-Helpავტორებზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების 10 რეცეპტი.

1.    ნუ დაგეგმვავთ ძალიან ბევრს

დაგეგმვა აუცილებელია, მაგრამ იგი არ უნდა ცდებოდეს გონიერების ფარგლებს. კარგია თუ თქვენ დაგეგმავთ მომდევნო საღამოს, მომდევნო თვეს, მაგრამ თუ თქვენ დანამდვილებით იცით, რითი დაკავდებით ორი თვის შემდეგ პარასკევს, საღამოს 9 საათზე, ეს უკვე მეტისმეტია. დაუშვით ცხოვრებაში იმპროვიზაციისა და მოულოდნელობის მომენტი.

2.     გაიცანით ადამიანები
რაც უფრო მეტ ადამიანს ხვდებით ცხოვრებაში, მით უფრო საინტერესო ხდება თქვენი ცხოვრება. ყველა ადამიანი ახალი ცოდნის და შეუფასებელი გამოცდილების წყაროა. მთავარია გქონდეთ სურვილი, გაიგოთ რაიმე ახალი. წარმატება სწორედ ადამიანების საშუალებით მრავლდება, ასე, რომ ნუ"ჩაიკეტებით".

3.    ნუ გეშინიათ პასუხისმგებლობის აღების.
რა სფეროშიც არ უნდა მუშაობდეთ, ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე წამყვანი ფუნქცია აიღოთ. სახლი თუ სამსახურში აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, იყავIთ თავდაჯერებული და შეეცადეთ, ყველგან მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ინიციატორი მაინც იყოთ. სამსახურში ხელმძღვანელობას საინტერესო წინადადებები მიაწოდეთ, ოჯახში დიდი დღესასწაულები მოაწყეთ. რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ საკუთარ თავზე, მით უფრო გაიზრდება თქვენში საკუთარი თავის რწმენა.

4.    ჩაიწერეთ საკუთარი იდეები
ყოველთვის როდესაც თქვენ თავში საინტერესო აზრი ჩნდება, აუცილებლად ჩაინიშნეთ იგი. ბევრ ადამიანს აქვს წარმოადგენა, რომ არ შეუძლია რაიმე გენიალურის მოფიქრება, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აზრები არაერთხელ მოსვლია, მაგრამ უმალვე დავიწყებია საკუთარი იდეები. მუდამ ატარეთ ბლოკნოტი და კალამი (შეგიძლიათ მობილური ტელეფონი ან სმარტფონი გამოიყენოთ), რათა საკუთარი იდეები თუ აზრები ჩაიწეროთ.

5.    დაესწარით საქმიან შეხვედრებს, სემინარებსა და ტრენინგებს
უფრო ხშირად დაესწარით საქმიან შეხვედრებს, სემინარებს, ტრენინგებს, რომლებიც ეხება თქვენთვის საინტერესო თემებს, თქვენ მიღებთ თქვენთვის საჭირო ცოდნას, უნარებს, აიმაღლებთ კვალიფიკაციას, გაიცნობთ თანამოაზრეებს და შეიძენთ ახალ მეგობრებსაც.

6.    ნუ გადადებთ გართობას

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ იმისათვის, რომ კარგად გაერთოს და დაისვენოს, საჭიროა ჰქონდეს ბევრი ფული. იმისათვის, რომ ჰქონდეს ბევრი ფული, საჭიროა ბევრი იმუშაოს, ხოლო იმისათვის, რომ ბევრი იმუშაოს, საჭიროა უარი თქვას დასვენებასა და გართობაზე. ეს არის ჩაკეტილი წრე. ნუ დაელოდებით შესაბამის მომენტს. თუ გინდათ, რომ ეს ახლავე გააკეთოთ - მაშინ გააკეთეთ კიდეც. გაატარეთ საღამო მეგობრებთან ერთად, კვირის ბოლოს გაისეირნეთ ქალაქგარეთ, გამართეთ წვეულება - ეს საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ და განიტვირთოთ.

7.    მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე

ხშირად გადით სახლიდან. საქმიანი თუ პირადი შეხვედრა ოფისში ან კაფეში კი არა სუფთა ჰაერზე მოაწყეთ. გაისეირნეთ უახლოეს სკვერში და აქციეთ  ეს ცხოვრების წესად. სუფთა ჰაერი ჯანსაღ აზროვნებასა და ჯანმრთელობის გამყარებას უწყობს ხელს.

8.    დაკავდით სპორტით

სპორტი არა მხოლოდ ფიზიკურ მხარეს ავითარებს. მისი წყალობით ვითარდება თქვენი დისციპლინირებულობაც. თუ თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად აიძულოთ საკუთარი თავი და ივარჯიშოთ, მაშინ თქვენ შეძლებთ გამომუშავებული დისციპლინის მეშვეობით სხვა სფეროებშიც მიაღწიოთ წარმატებას. ამასთან ერთად სპორტი ენერგიისა და პოზიტივის წყაროა. მოძებნეთ თქვენთვის მისაღები სპორტის სახეობა და დაიწყეთ ვარჯიში - მუდამ იყავით ფიზიკურ ფორმაში, ეს თქვენს სიცოცხლის უნარიანობას და პოპულარობას ერთი-ორად გაზრდის. 

9.    დატოვეთ "კომფორტის ზონა"

თუ თქვენ მთელი ცხოვრება საკუთარი "კომფორტის ზონიდან" არ გახვალთ, ვერასოდეს გაიგებთ რა იმალება მის ფარგლებს მიღმა. არა და "კომფორტის ზონის" მიღმა ე. წ. "რისკის ზონა" მდებარეობს, სადაც თქვენი წარმატების გასაღები მდებარეობს. ნუ გეშინიათ, თუ ცხოვრებაში საჭიროა, გარისკეთ კიდეც. შეისწავლეთ წარმატებული ადამიანების ცხოვრება და დაინახავთ, რომ მათ თავის დროზე ეს უკვე გააკეთეს.

10.    იცხოვრე აქ და ახლა და გააკეთ ის, რაც მოგწონს
გამოიყენეთ ის ნიჭი, რომელიც გაქვთ. ნუ გეშინიათ, გააკეთეთ თქვენი საქმე და წადით წინ. სხვა წარმატებული ადამიანების ცხოვრება საკუთარი მოტივაციისთვის გამოიყენეთ და არა იმისთვის, რომ დაკომპლექსდეთ. ტყეში მხოლოდ ის ჩიტები რომ გალობდნენ, რომლებსაც ეს ყველაზე კარგად გამოსდით, მაშინ იქ სიჩუმე იქნებოდა. გახსოვდეთ, თქვენთვის ყველაზე წარმატებული საქმე ის იქნება, რომლის კეთება ყველაზე მეტად გიყვართ და ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ!

Article 1

$
0
0

ცნობილ ინდოელ ასტროლოგთან, 
ჯიოტიშ-გურუსთან ჰარი მოჰანთან ერთად 
(აგრა, ინდოეთი)

Article 0

$
0
0

ცნობილ ინდოელ ასტროლოგთან, 
ჯიოტიშ-გურუსთან ბრიჯ მოჰან ქატრისთან ერთად (ჯაიპური, ინდოეთი)

2014 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

$
0
0

 © geoastrolog (რამაზ გიგაური) 


მსოფლიო

აღმოსავლურიასტროლოგიისმიხედვითმიჩნეულია, რომცხენისწელი (1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014) აქტიურიდაენერგიულიწელია. მიუხედავადიმისა, რომცხენისწელიწინა, ანუგველისწელთანშედარებითუფრომშვიდობიანადითვლება, ამასვერვიტყვით 2014 წელზე, რომელიცშესაძლოაუფროხისტიწელიიყოს, ვიდრე 2013 წელი.
2014 წლისსტიქიაიან“, ანუმამრულიენერგიისხეა. ჩინურასტროლოგიაშითუინისხებუჩქებიდაყვავილებია, „იანისხეესდიდიხეა, რომელსაცფესვებიღრმადაქვსმიწაშიდამყარადუკავიასაკუთარითავი. სწორედამიტომ, მოსალოდნელია 2014 წელსმოვლენებიუფროხისტადწავიდეს, რასაცადამიანებშიგაძლიერებულიპრინციპულობაცშეუწყობსხელს.
თუმცააქვეინდაითქვას, რომჩინურიასტროლოგიისმიხედვით 2014 წლისმართველივარსკვლავიიქნებაში“. ძველჩინეთშიასტროლოგებსსჯეროდათ, რომამვარსკვლავსპოზიტიურიგავლენაჰქონდა. ისინიასეხსნიდნენამვარსკვლავისგავლენას, „იმპერატორიაფასებსჩვენგანგაწეულკარგსამსახურსდაწყალობასიმეტებს. ოჯახებშიმატულობსსიმდიდრე. ყველაცხოვრობსმშვიდობითდაურთიერთგაგებით“. თანამედროვეჩინურიასტროლოგიისთანახმადვარსკვლავიშისასიკეთოგავლენასახდენსპარტნიორულსაქმიანობაზე, გარიგებებზე, მშენებლობაზე, საცხოვრებელიადგილისგამოცვლაზედაქორწინებაზე. ესვარსკვლავინეგატიურგავლენასახდენსინტრიგებზე, საეჭვოდაარაკანონიერმოქმედებებზე.
2014
წელსუკვედასავლურიასტროლოგიისმიხედვითმსოფლიოშიგარკვეულწილადგაგრძელდებაისტენდენციები, რომლებიცჯერკიდევ 2012 წელსდაიწყო (ესარისოთხწლიანიციკლი, რომელიც 2015 წელსსრულდებადაუკავშირდებაპლანეტაურანისდაპლუტონისნეგატიურურთიერთკავშირს). ამციკლისმორიგდისჰარმონიულგამოვლენასმსოფლიო 2013 წლისბოლოსადა 2014 წლისდასაწყისშივეიგრძნობს (მითუმეტეს, რომ 1 იანვარსახალმთვარეობადაფიქსირდება).
პოლიტიკურ-ეკონომიკურითვალსაზრისითრთულადშეიძლებაჩაითვალოს, 2014 წლისპირველიკვარტალი (იანვარი, თებერვალი, მარტი), ასევეაპრილი, შემდეგუკვე 2014 წლისმეოთხეკვარტალი (განსაკუთრებითდეკემბერი).
ეკონომიკურიდაფინანსურიკუთხით 2014 წელი 2012-13 წლებისგანდიდადგანსხვავებულიარიქნება, რადგანროგორცადრე, ისემიმდინარეწელსაცმუშაობამიმართულიიქნებაეკონომიკურიკრიზისისაღმოფხვრისკენდაკონფლიქტურრეგიონებშისტაბილურობისმიღწევისკენ (ამისსასიკეთონიშნებიუკვე 2013 წლისმეოთხეკვარტალშიგამოჩნდა). თუმცაფინანსურიბაზარიძველებურადმერყევიდაარასტაბილურიიქნება. გარდაამისა, 2014 წლისიანვრიდანაპრილისჩათვლითბევრქვეყანაშიმოიმატებსბუნებრივიკატაკლიზმების, ტექნიკურიავარიებისადადაპირისპირებისალბათობა (ამისალბათობამაღალიიქნებასამხრეთ-აღმოსავლეთაზიაში, ჩრდილოეთაფრიკაში, ჩრდილოეთამერიკაში, რუსეთისევროპულნაწილშიდააღმოსავლეთევროპაში).
2014 წლისმაისიდანმოვლენებიროგორცმაისიდანშედარებითდალაგდებადამეტ-ნაკლებადპროგნოზირებადიგახდება. გაზაფხულისბოლოდანშემოდგომისდასაწყისამდებევრიქვეყანართულიამოცანებისგადაჭრასშეძლებს, ხოლომათზედაკისრებულმოვალეობებსთავსგაართმევენ. თუმცაყურადღებასითხოვსმეოთხეკვარტალიდაგანსაკუთრებითდეკემბერი, რადგანამპერიოდშიცპლანეტებისგავლენასაკმაოდდისჰარმონიულიიქნებადამოსალოდნელიაბევრიმიმართულებითპრობლემებისშექმნა. ისევეროგორც 2012-13 წლებშიც, დამდეგ, 2014 წელსაცბევრქვეყანაშიარსებულიხელისუფლებადაასევებევრიპოლიტიკურითუეკონომიურისისტემასერიოზულიგამოწვევებისწინაშედადგება, ამიტომ, საჭიროიქნებასერიოზულიგამძლეობა, შეუპოვრობადაშრომისმოყვარეობა, რათაგადალახულიიქნასშექმნილიწინაღობებიდამიღწეულიიქნასდასახულიამოცანები.

საქართველო

რათქმაუნდაისპოლიტიკურ-ეკონომიურიცვლილებებიდატენდენციები, რომლებიცდამახასიათებელიიქნება 2014 (ცხენის) წლისთვისდარომლებიცმთელსმსოფლიოშიაქტუალურიიქნება, საქართველოზეცშესაბამისადაისახება. ისევეროგორცმთელსმსოფლიოში, საქართველოშიგაგრძელდებაიმოთხწლიანიციკლისტენდენციები, რომლებიც 2012 წელსდაიწყო. ესკონკრეტულადსაქართველოსსათავეშიახალიხელისუფლებისმოსვლაიყო, ამიტომ, მიმდინარეწელსგაგრძელდება 2013 წელსდაწყებულიპოლიტიკურიცვლილებები.
უნდაითქვას, რომბევრიპოლიტიკურიმოვლენა, რომელიც 2013 წელსარჩანდა, 2014 წელსუკვებევრირამგამოაშკარავდება. ესეხებაროგორცწინახელისუფლებისმყოფიადამიანებისმიერჩადენილდანაშაულს, ისეახალიხელისუფლებისმიერდაშვებულშეცდომებს. როგორცწესი, გველისწელსბევრიპოლიტიკურიმოვლენაფარულად, „ფარდისმიღმამიმდინარეობსდამისისრულადდანახვადააღქმაშეუძლებელია, სამაგიეროდისუკვემომდევნოცხენისწელსსრულიადაშკარავდებადახილვადიხდება. აქედანგამომდინარე 2014 წელსგამოაშკარავდებაბევრიძველიშეცდომადაგაიხსნებაძველიდანაშაულები. ასეთშემთხვევაშიხალხისუკმაყოფილებისდონეარიქნებაიმდენადმაღალი, რომსერიოზულისახისსაპროტესტოტალღაწარმოშობაგამოიწვიოს. თუმცაარსებულიხელისუფლებისმხრიდანახალიშეცდომებიდაარ/ვერგახსნილიდანაშაულებიადამიანებსღიაპროტესტისკენუბიძგებს.
2014 წელსმოსალოდნელიაპოზიტიურისიახლეებისაერთაშორისოორგანიზაციებთანურთიერთობებთან, ჯანდაცვასთანდასოციალურიპროგრამებთანდაკავშირებით. ისევეროგორცმთელსმსოფლიოში, საქართველოშიცდაძაბულობაუფროწლისპირველკვარტალში (ასევეაპრილში) დაწლისბოლოსიქნებასაგრძნობი. წლისპირველნახევარშისაქართველოსხელისუფლებამმთელიენერგიასოციალურიპროგრამებისკენდახალხისსაერთომდგომარეობისგაუმჯობესებისკენმიმართოს, წინააღმდეგშემთხვევაში, 2014 წლისშემოდგომისმეორენახევარშიუკმაყოფილებისპროტესტისგრძნობამმოიმატოს, რამაცზოგიერთპოლიტიკურჯგუფებსმოსალოდნელიასაპროტესტოგამოსვლებისკენაცუბიძგოს.

პრეზიდენტი
გიორგიმარგველაშვილისთვის 2014 წელს რთულიშედარებითწლისდასაწყისიიქნება. ამიტომ, იანვარშიმასმეტიყურადღებადაწინდახედულობამართებსგანსაკუთრებითუცხოეთისადასაქართველოსთანამშრომლობისკუთხით. მასექნებასერიოზულიშესაძლებლობებიუცხოეთთანმიმართებაშიახალიიმპულსებიშეიტანოს. ესიქნებასაქმიანიშეხვედრებიროგორცსხვადასხვაქვეყნების, ისესაერთაშორისოორგანიზაციებისხელმძღვანელებთან. მითუმეტეს, რომგიორგიმარგველაშვილისინაუგურაციისჰოროსკოპიცმიუთითებს, რომმისიპრეზიდენტობისგანმავლობაშიძალიანმნიშვნელოვანიიქნებასაქართველოსსაერთაშორისომხარდაჭერისკიდევუფრომეტიგანმტკიცება.
მასყურადღებისგამოჩენამართებსმაისისმეორენახევარში, რადგანამპერიოდშიმისცხოვრებაშიმოსალოდნელიგარკვეულინეგატიურიტენდენციებისგააქტიურება, რამაცმოსალოდნელიამისიმიჯსდარეპუტაციასგარკვეულიჩრდილიმიაყენოს. თუმცამთლიანობაში 2014 წელისაქართველოსპრეზიდენტისთვისშედარებითსასიკეთოიქნება.  

პრემიერ-მინისტრი 

2014 წელიირაკლიღარიბაშვილისთვისშედარებითრთულიიქნებადამასმოუწევსსაკმაოდდიდიპასუხისმგებლობისსაკუთართავზეაღება, ბევრისიძნელისგადალახვადაბევრიპრობლემებისთვისთავისგართმევა. ამიტომ, მასუდიდესიორგანიზებულობადაყურადღებამართებს, რათამოსალოდნელიაშეცდომებიმინიმუმამდედაიყვანოს, წინააღმდეგშემთხვევაშიმოსალოდნელიაროგორცმისპირად, ისესაქმიანცხოვრებაშიპრობლემებისკასკადიშეიქმნას. ისთებერვლიდან _ ივნისისჩათვლისკარმულპერიოდსგაივლისდაამდროსმისისაქმიანირეპუტაციადაასევეჯანმრთელობაგარკვეულიგამოწვევებისწინაშედადგება. ნამდვილადშეიძლებაითქვას, რომ 2014 წელიმისთვისიოლიარანაირადარიქნება, ამიტომ, იანვრიდანვემანუდიდესიყურადღება, წინდახედულობადამობილიზებაუნდაგამოავლინოს, რომთავიგაართვასყველაიმპრობლემას, რომელიც 2014 წელსსაქართველოსმოსახლეობისწინაშედადგება. 2014 წელიირაკლიღარიბაშვილისგამოცდისწელიიქნება, მითუმეტეს, რომროგორცუკვეაღვნიშნეთ, ისკარმულპერიოდსაცგაივლისდაამდროსგაუარესებულიმდგომარეობაპირდაპირკავშირშიიქნებაწარსულშიდაშვებულშეცდომებთან

ხალხი, საზოგადოება

2014
წელსარამხოლოდსაქართველოში, არამედმთელსმსოფლიოშიხალხისროლიძალიანაქტიურიიქნება, თუმცავერვიტყვით, რომხალხისმდგომარეობაუკეთესობისკენრადიკალურადშეიცვლება.
2014 წლისზოგადჰოროსკოპში (01/01/2014/00:00), მთვარეთხისრქისზოდიაქოშიდამზესთანშეერთებაშიიმყოფება (მუნდანურ, ანუგეოგრაფიულ-პოლიტიკურასტროლოგიაშიმთვარეხალხისსიმბოლოა), რაცმიგვანიშნებს, რომ 2014 წელსხელისუფლება (მზე) პრაქტიკულიდაპრაგმატულიმოქმედებებითშეძლებსხალხისნებისიგნორირებას, რაცხალხშიუკმაყოფილებასგაზრდის.
საქართველოსჰოროსკოპშიპროგრესულიმთვარემშვილდოსნისზოდიაქოშიმოძრაობს. მშვილდოსანისამართლიანობისდათავისუფლებისსიმბოლოა, ამიტომძალიანდიდიმნიშვნელობაექნება, საქართველოსხელისუფლებარამდენადსწრაფად, ორგანიზებულადდაეფექტურადშეძლებსხალხშისამართლიანობისშეგრძნებისაღდგენას. 2014 წელსსაქართველოშიდაკონკრეტულადუბრალოადამიანებიფსიქო-ემოციურიკუთხითესძალიანმნიშვნელოვანიფაქტორიიქნება. ამიტომ, საქართველოსარსებულხელისუფლებასამმიმართულებითქმედითინაბიჯებისგადადგმამართებს.

ეკონომიკა, ფინანსები

საერთოდცხენსწელსარახასიათებსკრიზისებისშექმნა (ისევეროგორცვირთხის, ხარისდაგველისწელს), ამიტომ, რაიმესერიოზულივარდნაეკონომიკურითვალსაზრისითმოსალოდნელიარარის.
უფრომეტიც, ცხენისწელშიეკონომიკისთვალსაზრისითმდგომარეობაუფროპოზიტიურისკენიცვლებახოლმედაესმოსალოდნელიასაქართველოშიც. თუგველისწელიქმნისკრიზისებს, ცხენისწელშიდაშვებულიშეცდომებისგააზრებადაშექმნილიმდგომარეობისგამოსწორებაიწყებახოლმედაასეიქნებაახლაც.
დარგობრივიკუთხით, კიდევუფროგანვითარდებასოფლისმეურნეობადაამმიმართულებითმოსალოდნელიასასიკეთოსიახლეები. მოსალოდნელიაახალიბაზრებისმოძიებადაარსებულიბაზრებისგანვითარება, რაცამმიმართულებითმოსალოდნელიასასიკეთოცვლილებები. ახალიძალითგააქტიურდებაენერგეტიკასთანდატურიზმთანდაკავშირებულიტენდენციები.
ფინანსურიკუთხითსაჭიროაეკონომიურობისგამოჩენა, რადგანადამიანებიცხენისწელშიგანვითარებულიმოვლენებიხშირადზედმეტიგულუხვობისკენუბიძგებსხოლმე, რაცგაუთვალისწინებელხარჯებსიწვევს, რაცშემდგომბიუჯეტსმძიმედაწევახოლმე. ამიტომროგორცხელისუფლებამ, ისეადამიანებმაცყურადღებაუნდაგამოიჩინონფინანსებისმართვის, შემოსავლებისადაგანსაკუთრებითგასავლებისკუთხით.
2014
წელსადამიანებსსერიოზულიფინანსურიპრობლემებინაკლებადელით. ისადამიანები, რომლებსაცფინანსურიპრობლემებიაქვთ, განსაკუთრებითსაბანკოვალდებულებებთან, სესხებთანდაკრედიტებთანდაკავშირებით, მოახერხებენვალებისშემცირებასდახშირშემთხვევაშიგასტუმრებასაცკი. ხოლოისადამიანები, რომლებმაცაქამდეჯერვერშეძლესფინანსურიდივიდენდებისდამარაგებისშექმნა, ცხენისწელიმათსაინტერესოსიახლეებსჰპირდებათ.

სამუშაო

სამუშაოადგილებთანმიმართებაში 2014 წელსრაიმედიდიგარღვევამოსალოდნელიარარის. სასიკეთომოვლენებიუფრო 2014 წელისმეორენახევარშიდაუფროკონკრეტულადშემოდგომითარისმოსალოდნელია, როდესაცშესაძლებელიიქნებასაქართველოშისამსახურებრივისაკითხებისდარეგულირებადაახალიპროექტებისდაწყება.
2014 წელიშედარებითწარმატებულიიქნებაიმპროფესიისადამიანებისთვის, რომლებსაცაქტიურობადადინამიკაახასიათებთ. პირველრიგშიკიესიქნებიანსპორტსმენები. ბევრისპორტსმენითავისკარიერაშისერიოზულნაბიჯებსგადადგამსდაშეძლებსროგორცთავისიშესაძლობლობებისკარგადწარმოჩენას, ისემატერიალურიმდგომარეობისგაუმჯობესებას.
ცხენისწელში (ისევეროგორცწინა, ანუგველისწელს) წარმატებასაღწევენხოლმეხელოვანიადამიანები. ამიტომ, შემოქმედებითადამიანებსმეტიაქტიურობამართებთ. ისინიუფრომეტადორგანიზებულებიდარაცმთავარიაპრაქტიკულებიუნდაიყვნენ. ასეთშემთხვევაშიწარმატებებისმიღწევისშანსიექნებათმწერლებს, პოეტებს, რეჟისორებს, მსახიობებს, მხატვრებს, მუსიკოსებსდადიზაინერებს.
ბევრიადამიანიცხენისწელსდამატებითანსაერთოდახალსამსახურსმოძებნის. მოსალოდნელიაგააქტიურდესუცხოეთთანდაკავშირებულისაკითხებიდაესმიმართულებაცყურადღებასითხოვს.

შოუ-ბიზნესი, მოდა

საერთოდცხენისწლისთვისდამახასიათებელიარარისთავბრუდამხვევიდაპომპეზურისაღამოები, თუმცაგველის (2013) წლისგანგანსხვავებითშოუ-ბიზნესისმდგომარეობაშედარებითგამოსწორდება. კულტურულიცხოვრებაშედარებითგააქტიურდებადაშოუ-ბიზნესთანდაკავშირებულიმოვლენებიუფროპოზიტიურიკუთხითგანვითარდება.
რაცშეეხებამოდისტენდენციებს _ პოპულარულიიქნებამწვანე, ლურჯი, თეთრი, ხაკისფერიფერი. მოსალოდნელიაწინწამოიწიოსსპორტულმასტილმა, ასევეპოპულარულიიქნებატანზემომდგარისამოსი. მაღალიმოდისსამყაროშიკიწინაპლანზეახალი, თამამიტენდენციებიწამოვა, სადაცორიგინალურსტილთანერთადსხეულისფორმებისთვისხაზიმკვეთრადიქნებაგასმული.

კრიმინოგენულისიტუაცია

კრიმინოგენულისიტუაცია 2014 (ცხენის) წელს 2013 (გველის) წლისგანგანსხვავებითშედარებითმშვიდობიანიიქნებადაგახმაურებულიდანაშაულებინაკლებადმოსალოდნელია. ცხენისწელიღია, გახსნილმოქმედებებსუკავშირდება, ამიტომმოსალოდნელია 2014 წელსგამოაშკარავდესბევრიადრეჩადენილიდანაშაულიდაამასთანდაკავშირებითმოხდესადამიანებისდაპატიმრება.
2014
წელსკრიმინოგენულიკუთხითყველაზესახიფათოდასაშიშიივლისისბოლო, აგვისტოდასექტემბრისპირველინახევარიიქნება (პიკი: 15 აგვისტო - 3 სექტემბერი), ამიტომ, ამპერიოდშისამართალდამცავსამსახურებსსერიოზულიმუშაობამართებთ, რომმონიმუმამდეშეამცირონდანაშაულთარიცხვიდააღკვეთონმოსალოდნელიდანაშაულები.

ჯანმრთელობა, სპორტი

2014
წელსძალიანმნიშვნელოვანიიქნებასტრესულისიტუაციებისმიმართგამძლეობა. საჭიროიქნებანერვულისისტემისგაფრთხილება. მნიშვნელოვანიიქნებადასვენება-რელაქსაციისმომენტი, რაცსასიკეთოდიმოქმედებსნერვულისისტემისმუშაობაზე. 2014 წელსყურადღებასითხოვსზამთარი (იანვარ-თებერვალიდაშემდეგუკვედეკემბერი), ამიტომ, ყურადღებასითხოვსყელთანდასასუნთქისისტემასთანდაკავშირებულიდაავადებებისპროფილაქტიკა.
2014
წელისპორტულიცხოვრებისსასიკეთოწელიიქნება. წარმატებასმიაღწევენროგორცინდივიდუალურ, ისეგუნდურსახეობებში (თუმცაგაცილებითწარმატებულიუკანასკნელიიქნება). მოსალოდნელიაახალირეკორდებისდამყარება.


2014 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

$
0
0
© geoastrolog (რამაზ გიგაური)

ვერძი

2014 წელი თქვენს ცხოვრებაში განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდი იქნება. თუმცა ეს წელი ფრთხილად დაიწყეთ და  მოერიდეთ გარშემომყოფების კრიტიკასა და დაპირისპირებებს. მოგიწევთ კრიტიკული თვალით შეხედოთ თქვენს განვლილ ცხოვრებას და გარკვეული შეფასებები გააკეთოთ. მოსალოდნელია მოგიხდეთ ახალი იდეების, ჩამოყალიბება და პრიორიტეტების ფორმირება. ეს ტენდენციები განსაკუთრებით აქტუალური იქნება წლის პირველ კვარტალში. სწორედ ამ პერიოდში განხორციელებულ მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად წარმატებით გაივლით არა მხოლოდ წლის პირველ, არამედ მეორე და მესამე კვარტალს. დამდეგი წელი კიდევ უფრო გაააქტიურებს არსებულ პარტნიორულ კავშირებს, ამიტომ, უარი თქვით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე და ხშირად მოუსმინეთ პარტნიორებს, გაითვალისწინეთ მათი აზრი. გაზაფხულზე მოსალოდნელია გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, რომლებიც თქვენი პარტნიორებიც კი გახდნენ. ამავე პერიოდში მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების და ქორწინების ალბათობა. მაისსა და ივნისში მეტი წინდახედულება გამოიჩინეთ, რადგან მოიმატებს გაუგებრობების და კონფლიქტების ალბათობა. ზაფხული შედარებით პოზიტიური იქნება. მოიმატებს თქვენი შემოქმედებითი ენერგია, მიზანსწრაფვა და ინიციატივიანობა, რაც გიბიძგებთ ახალი პროექტების დაწყებისკენ. ამავე პერიოდში მოსალოდნელია წლის პირველ ნახევარში დაწყებულა პროექტებმა და გაწეულმა შრომამ სერიოზული შედეგი მოგიტანოთ, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისი კარგი იქნება დასვენებისთვის, ფიზიკური ძალების აღდგენისთვის. სექტემბერ-ოქტომბერში შესაძლოა სერიოზული წინსვლა გქონდეთ როგორც პირად, ის საქმიან ცხოვრებაში. წარმატებას მიაღწევთ სხვა და სხვა ტიპის ურთიერთობებში (მათ შორის უცხოელებთან). მეოთხე კვარტალში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ თუ მომავალ მოქმედებებს სტრატეგიულად სწორად გათვლით არ იჩქარებთ, წლის ბოლოსთვის სამსახურში, კარიერაში და ფინანსებთან მიმართებაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ.

კურო

დამდეგი 2014 წელი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან წლის დასაწყისშივე განვითარებული მოვლენები აქტიური მოქმედებების დაწყებისკენ გიბიძგებენ. მოსალოდნელია მოგიხდეთ სამსახურებრივი ცვლილება ან საერთოდ ახალი საქმეც კი დაიწყოთ. წლის პირველ კვარტალში ყურადღებით მოეკიდეთ თქვენთან მოსულ წინადადებებს და შემოთავაზებებს - ისინი თქვენი ცხოვრების შეცვლას შეძლებენ. მთავარია არ იზარმაცოთ და არ შეგეშინდეთ მოსალოდნელი ცვლილებების. ამ პერიოდში მოიმატებს თქვენი შარმი, მიმზიდველობა და თუ ოჯახი აქამდე არ შეგიქმნიათ, მოსალოდნელია სწორედ ამ პერიოდში შეძლოთ გულისსწორის მოძებნა. გაზაფხულზე მოიმატებს გამართლების ალბათობა და შეძლებთ საინტერესო ადამიანების გაცნობას ან სარფიანი ხელშეკრულებას გაფორმებას. ამ პერიოდში წარმატებას მიაღწევთ სწავლის გაგრძელებასთან, უცხოეთთან, მოგზაურობასთან და ბიზნესთან დაკავშირებით. ამ პერიოდში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მითუმეტეს, რომ მუშაობის დატვირთულმა რეჟიმმა მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს, ამიტომ, იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით, დაკავდით სპორტით და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საგანგაშო სიგნალებს. ზაფხულის პირველი ნახევარი საკმაოდ პოზიტიური იქნება და ფინანსური კუთხით მოსალოდნელია სერიოზული წინსვლა შეძლოთ, წარმატებით გადაჭრით კრედიტებთან, უძრავ ქონებასთან და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომის დასაწყისში მოგიწევთ საკუთარი მიღწევების გადახედვა, დაშვებული შეცდომების გამოსწორება, მიღწეული შედეგების გამყარება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალ მოქმედებებზე გადასვლა. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში შეძლებთ ოჯახური საკითხებში მეტი სითბოს შეტანას და ოჯახის წევრებთან მიმართებაში რთული საკითხებით მოთმინებით გადაჭრას. 2014 წლის მეოთხე კვარტალში მეტი ყურადღება საქმიან სფეროს, სამსახურს, ბიზნესს და ფინანსური მდგომარეობის გამყარებას დასჭირდება. პირად ცხოვრებაში მოვლენები უფრო ჰარმონიულად განვითარდება და ოჯახში სიმშვიდის და ბედნიერების შექმნას იოლად შეძლებთ.

ტყუპი

დამდეგი ცხენის წელიწადი საკუთარ თავში ახალი ნიჭის აღმოჩენის, ახალი უნარების განვითარების და ახალი ინტერესების გაჩენის წელი იქნება. ამ წელს არაეფექტური იქნება ძველი მეთოდებით ხელმძღვანელობა, ამიტომ, მათში ცვლილებების შეტანა აუცილებელი იქნება. წლის პირველ კვარტალში გაგიჩნდებათ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობები, მოგიწევთ გადადებული საქმეების დასრულებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში წლის მეორე კვარტალში მოუგვარებელი საქმეების გამო თქვენი წინსვლა დამუხრუჭდება. მარტში მოიმატებს ილუზიების ალბათობა, ამიტომ, საქმიანი ცხოვრების, სამსახურის და ბიზნესის მიმართ პრაქტიკული და პრაგმატული იყავით. ყურადღების მიღმა ნუ დატოვებთ საქმიან ურთიერთობებში გაჩენილ ბზარებს. იმისთვისაც იზრუნეთ, რომ ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული სუფევდეს. გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო განვითარდება პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები, თქვენი ინიციატივებით და კრეატიული იდეებით გავლენიანი ადამიანები ან თანამდებობების პირები დაინტერესდებიან, ამიტომ მაისსა და ივნისში გააქტიურდით. ზაფხული თქვენთვის მთლიანობაში სასიკეთო იქნება. თუ დასაოჯახებელი ხართ, მოსალოდნელია საწინააღმდეგო სქესის ადამიანებისგან სერიოზული იმპულსები მიიღოთ, გააქტიურდება სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და მოიმატებს ქორწინების ალბათობა. ივნისში გექნებათ გამოასწოროთ და დაასტაბილუროთ ის ურთიერთობები, რომლებიც ადრე პრობლემატური იყო. მთლიანობაში წლის მესამე კვარტალი თქვენგან სერიოზულობას, კონცენტრაციას და ორგანიზებულობას მოითხოვს. მხოლოდ ასეთი მიდგომით შეძლებთ იმ გამოწვევების გამკლავებას, რომლებიც წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული თქვენს ცხოვრებაში დაგროვდება. წლის მეოთხე კვარტალი რთული აღმოჩნდება, თუ თქვენ წლის პირველ ნახევარში ვერ მოახერხებთ სამსახურთან და ფინანსებთან დაკავშირებით წარმატების მიღწევას. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური ვალდებულებების მიმართ. ხოლო თუ მშვიდად იმუშავებთ და ფინანსური შემოსავლებსა და გასავლებს გააკონტროლებთ, 2014 წლის ბოლო თქვენთვის სასიკეთო აღმოჩნდება.

კირჩხიბი


2014 წელი და განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი თქვენთვის პოზიტიური აღმოჩნდება. თუმცა ეს ძირითადად დაკავშირებული იქნება წინა წელს დაწყებულპროექტებთან, რომლებსაც თქვენ წარმატებით გააგრძელებთ. თუმცა მოგიწევთ პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინებაც. მითუმეტეს, რომ ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა და მარტო საქმის კეთებამ შესაძლოა როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად გადაგღალოთ. წლის პირველ კვარტალში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მიიღეთ ვიტამინები, შეეცადეთ აიმაღლოთ იმუნიტეტი. საჭიროების შემთხვევაში ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.  გაზაფხულის მეორე ნახევარში გააქტიურდება ოჯახთან, უძრავ ქონებასთან, მშობლებთან და ასევე უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები. მოსალოდნელია ამ მიმართულებით ახალი ინფორმაციის მიღება და თქვენ იდეების მომგებიანად რეალიზება. თუმცა გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში მეტი ყურადღება მიაქციეთ პირად ცხოვრებას, მოერიდეთ სასიყვარულო პარტნიორთან დაპირისპირებას, ხოლო ქორწინებასთან (ასევე განქორწინებასთან) დაკავშირებით წინდახედულად იმოქმედეთ. წლის მეორე ნახევარში იღბლიანობა შედარებით დაიკლებს, მოგიწევთ უფრო მეტი შრომა, რათა შეინარჩუნოთ და დაასტაბილუროთ მიღწეული შედეგები. ზაფხული შეჯამების პერიოდი იქნება და ამ დროს განვითარებული ტენდენციები თუ მიღებული შედეგები ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. ამ პერიოდში და საერთოდ მთელი წლის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ ახალ და სავსემთვარეობის პერიოდებს. შეეცადეთ ამ დროს არ გადაიღალოთ და ვინმეს არ დაუპირისპირდეთ. ზაფხულის ბოლო და შემოდგომის დასაწყისი სასიკეთო იქნება, გაგიჩნდებათ არა მხოლოდ დასვენების, არამედ მოგზაურობის და ასევე იმ ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. წლის მეოთხე კვარტალი ყურადღებას ითხოვს სასიყვარულო სფერო, ამ მიმართულებით გმართებთ მოთმინების, ტაქტის და მზრუნველობის გამოჩენა, რათა პირადმა ცხოვრებამ კარიერულ წინსვლაში ხელი არ შეგიშალოთ.

ლომი


შეიძლება 2014 წელი და განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი თქვენს წლად ჩავთვალოთ. დამდეგი წელი თქვენს ცხოვრებაში ძირეული ცვლილებების შანსებს მოიტანს. მიუხედავად პერიოდულად შექმნილი წინაღობებისა და ამის ნიადაგზეთქვენი მძაფრი ემოციური განცდებისა, ამ წელს თქვენი მხრიდან სწორი შეფასებების და გაბედული მოქმედებების ხარჯზე სერიოზულ წინსვლას შეძლებთ. წლის პირველი კვარტალში მოგიწევთ წინა წლიდან `გადმოყოლილი~ საკითხების მოგვარება თუ გამოიჩენთ მოთმინებას და არ იზარმაცებთ, წარმატებით გადაჭრით ძველ პრობლემებს. წარმატების ტალღა ასტროლოგიური ახალი წლიდან (20 მარტი) დაიწყება და ეს გაზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. ყურადღებით დაგეგმეთ მომავალი მოქმედებები და იყავით შრომისმოყვარე, განსაკუთრებით ეს ეხება სამსახურს, ფინანსური შემოსავლების გაზრდას, ბიზნესს (მათ შორის გრძელვადიან პროექტებს). გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის პირველ ნახევარში მოგიწევთ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა და ამაში მიღებული საქმიანი ინფორმაციაც დაგეხმარებათ. ზაფხულის მეორე ნახევარში ყველა ის რთული სიტუაცია, რომლის აქამდე მოგვარებას ვერ ახერხებდით, ნელ-ნელა დალაგებას დაიწყებს, გამოჩნდება ახალი პერსპექტივები, რომლებიც კავშირში იქნება სწავლის გაგრძელებასთან, პროფესიულ წინსვლასთან, სპორტთან, ხელოვნებასთან, პოლიტიკასთან და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. თუმცა მიღწეული წარმატებები თავბრუს ნუ დაგახვევთ და მართვის სადავეებს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი პირადად აკონტროლეთ. ეს შეცდომებისგან დაგაზღვევთ. შემოდგომიდან დაიწყება ახალი, სასიკეთო პერიოდი, რომელიც 2015 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება და ის მოიტანს გარკვეული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების და ლიდერის თვისებების გამოვლენის აუცილებლობას. ამ პერიოდში უფრო მეტ წარმატებას პარტნიორულ და უფრო მეტიც, კოლექტიური საქმიანობაში მიაღწევთ. ამ დროს თქვენთვის ხელსაყრელი იქნება საქმიანი შეთანხმებები, ხელშეკრულებების გაფორმება და კონტრაქტების დადება.

ქალწული


2014 წელი თქვენთვის ორმაგი დატვირთვის იქნება და ის შეიძლება ისეთ ადგილებში ცურვას შევადაროთ, სადაც ბევრი წყალქვეშა რიფია, თუმცა ფსკერზე საკმაოდ ბევრი მარგალიტია. ასე, რომ თქვენი მიზანი მხოლოდ წინსვლა და წარმატების მიღწევა კი არა უნდა იყოს, არამედ ისიც, რომ საბედისწერო შეცდომები არ დაუშვათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ მიიღეთ. წლის პირველი კვარტალში და განსაკუთრებით იანვარ-თებერვალში მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და შეძლებთ ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს დასახული მიზნების მიღწევას, რაც საშუალებას მოგცემთ გაზაფხულზე (უფრო აპრილში) წამოსულ სასიკეთო პერსპექტივებს პოზიტიური განწყობით შეხვდეთ. გაზაფხულის ბოლოს და ასევე ზაფხულის პირველ ნახევარში აუცილებელი გადახედოთ საკუთარ მიღწევებს. თუ აუცილებელი გახდება, დროებით დააკონსერვეთ პრობლემური პროექტები, ცვლილებები შეიტანეთ საქმიან ურთიერთობებში და უფრო მეტად ინიციატივიანი გახდით. ამ დროს სხვებს ნუ დაელოდებით, თვითონ იმოქმედეთ და გადადგით კონკრეტული ნაბიჯები. ყურადღება მიაქციეთ ერთი შეხედვით შემთხვევით შეხვედრებს, ახალ გაცნობილ ადამიანებს, მინიშნებებს, რადგან სწორედ ამ მხრიდან შესაძლოა სერიოზული შანსი გაგიჩნდეთ. ზაფხულის ბოლო და შემოდგომის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება, თუ მოახერხებთ თქვენი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას. ეს შესაძლებელი იქნება, თუმცა მოგიწევთ აქცენტი სამსახურებრივ საქმეებზე და კარიერაზე გააკეთოთ. მოსალოდნელია ამ პერიოდში გააქტიურდეს იურიდიული საკითხებიც. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში პროფესიონალებთან კონსულტაციები დაგეხმარებათ, ამიტომ ნუ იტყვით უარს მათ რჩევებზე. შემოდგომის მეორე ნახევარი და წლის ბოლო იქნება შემაჯამებელი პერიოდი, ამიტომ, მიღებულ შედეგებს კარმული მნიშვნელობა ექნებათ. თვალს ნუ დახუჭავთ დაშვებულ შეცდომებზე და ნუ გაექცევით აღებულ პასუხისმგებლობებს, ასე მოუგვარებელ საკითხებს მომდევნო 2015 წელში გადაიყოლებთ.

სასწორი


მოსალოდნელია 2014 წელი თქვენთვის ძნელიც აღმოჩნდეს, მაგრამ იმავ დროულად წარმატების მომტანიც. თქვენ ამ წელს პირისპირ შეეჯახებით რთულ პრობლემებს, თუმცა სწორი გათვლების და შეუპოვარი მოქმედებების ხარჯზე შეძლებთ როგორც ნეგატიური გავლენების გათავისუფლებას და მომაბეზრებელი რეალობისგან თავის დაღწევას, ისე მოახერხებთ თქვენთვის საინტერესო სამყაროს შექმნას. ამისათვის იანვრიდანვე უნდა დაიწყოთ იმ პროექტების თუ ურთიერთობების გადახედვა, რომლებმაც ამ დრომდე წარმატება ვერ მოგიტანეს. შეიტანეთ მათში ცვლილებები და ახალი ენერგიით შეეცადეთ მათი ეფექტურად მართვას თუ მომგებიანად გამოყენებას. ამის შანსი მარტის ბოლომდე გექნებათ. გაზაფხულის მეორე ნახევრიდან მიუხედავად თქვენი მცდელობებისა, მოსალოდნელია გაძნელდეს თქვენი წინსვლა და გარკვეული კრიზისული სიტუაციების მოგვარებაც მოგიხდეთ. ეს ეხება როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას. ნუ შეგეშინდებათ და ნუ გაექცევით მკაცრ რეალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. თქვენი მხრიდან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების და თავდაუზოგავი შრომის შედეგად გაზაფხულის ბოლოს თითქმის ყველა მიმართულებით სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელი გახდება. ზაფხულში მოსალოდნელია `მეორე სუნთქვა გაგეხსნათ~, რაც გამოიხატება თქვენი მხრიდან გაბედულ და რისკიან მოქმედებებში, მით უმეტეს, რომ მოიმატებს გამართლების ალბათობა. ამ პერიოდში სასიკეთო ცვლილებები გელით როგორც სამსახურებრივ საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში. მოწესრიგდება უძრავ ქონებასთან, საბანკო ვალდებულებებთან და გარიგებებთან დაკავშირებული პრობლემები. წარმატების შემთხვევაში მოერიდეთ მასშტაბური პროექტების დაწყებას და უფრო მეტი ყურადღება წლის პირველ ნახევარში დაწყებული საქმეების მომგებიანად დასრულებას მიაქციეთ. წლის მეოთხე კვარტალი შედარებით მშვიდი იქნება, ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. შეძლებთ ჯანმრთელობის ჰარმონიაში მოყვანას და წლის ბოლოს მოსალოდნელია უცხოეთშიც იმოგზაუროთ.

მორიელი


თქვენთვის 2014 წელი იოლი ნამდვილად არ იქნება. თუმცა შედარებით პოზიტიური იქნება წლის პირველი ნახევარი. სწორედ ამ დროს უნდა შეძლოთ იმ რთული პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ჯერ კიდევ 2013 წელს დაგროვდა. წლის დასაწყისიდანვე უარი უნდა თქვათ ცინიკურ და აგრესიულ დამოკიდებულებებზე და ტაქტსა და დიპლომატიას მიმართოთ. ასეთი სტრატეგია გაამართლებს როგორც საქმიან ცხოვრებაში, ისე ოჯახში (განსაკუთრებით გაგიმართლებთ თუ თქვენი წინსვლა დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული). გაზაფხულზე გაასაიდუმლოეთ თქვენი გეგმები და ზედმეტს ნუ ისაუბრებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია უახლოეს გარემოცვისგან კრიტიკა და ცინიკური შენიშვნები დაიმსახუროთ, რაც თქვენს მოტივაციას შეამცირებს. შექმნილი პრობლემები თქვენგან მომენტალურ ჩარევას მოითხოვენ, ამიტომ, მოსალოდნელ კრიზისებს თვალს ნუ დაუხუჭავთ. წლის მეორე და მესამე კვარტალი საკმაოდ ენერგიულად განვითარდება და შესაძლო დასვენებისთვის ზაფხულშიც კი ვერ მოიცალოთ. სწორედ ამ პერიოდში მოხდება თქვენი მომავლის ფორმირება და შეეცადეთ მინიმალური შეცდომები დაუშვათ. მოიმატებს უცხოელებთან ერთად (ან უცხოეთთან დაკავშირებით) წარმატების მიღწევის ალბათობა. ამ პერიოდში ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენსკენ მიმართულ კრიტიკას და დროს ნურც არაფრის მომცემ დაპირისპირებებზე დახარჯავთ. მთელი თქვენი ენერგია და რესურსები გამოიყენეთ, რომ სამსახურთან, ფინანსურ შემოსავლებთან, ბიზნესთან და ასევე სწავლასთან დაკავშირებით წარმატების მიღწევა შეძლოთ. წლის მეოთხე კვარტალი შედარებით დაძაბული იქნება და თქვენი მხრიდან კონცენტრაციის და გამჭრიახობის გამოვლენა აუცილებელი იქნება. თქვენი მხრიდან უყურადღებობამ, ზედმეტმა ემოციურობამ და დაუფიქრებელმა მოქმედებებმა (განსაკუთრებით ბიზნესში, კომერციულ გარიგებებში და სასიყვარულო სფეროში) მოსალოდნელია სერიოზული გამოცდის წინაშე დაგაყენოთ. მთლიანობაში, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, 2014 წელი თქვენთვის საინტერესო და პროდუქტიული წელი აღმოჩნდება.

მშვილდოსანი


2014 წელი თქვენს ცხოვრებაში წარსულის ანალიზის და სწორი დასკვნების კარგ შესაძლებლობას. გასული წლის ყველა დანაკარგს თუ ხელიდან გაშვებულ შანსს იანვრის ბოლოდან უკვე მძაფრად იგრძნობთ. ეს კი თქვენთვის ერთგვარი მოტივატორი გახდება, რომლებიც გიბიძგებთ არა მხოლოდ დაინახოთ ყველა ის შეცდომა, რაც გასულ წელს დაუშვით, არამედ სწორად დაგეგმოთ საკუთარი მომავალი. მთლიანობაში ეს წელი მრავლის მომცველი აღმოჩნდება და სიახლეები ბევრი მიმართულებით გელით. წლის პირველ კვარტალში მდგომარეობის გაუმჯობესება და ძველი შეცდომების გამოსწორება მოთმინებით, დროებით უკან დახევით და მეგობრების დახმარებით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება წლის მეორე კვარტალს, ის საკმაოდ რთული იქნება, თუმცა სტრატეგიის სწორად შერჩევის შემთხვევაში თქვენ საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწევთ. ამ პერიოდში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდება და თქვენ გმართებთ გონებამახვილობის, კომუნიკაბელურობის რაც მთავარია გამძლეობის და შეუპოვრობის გამოჩენა, რათა შეძლოთ ცხოვრების ტემპისთვის ფეხის აწყობა. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულში მოსალოდნელია გააქტიურდნენ თქვენი ღია თუ ფარული მტრები და თქვენს წინააღმდეგ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. მოიმატებს ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა. ასეთ შემთხვევაში ნუ ჩაერთვებით პროცესებში, რადგან ასე თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა უფრო იოლი გახდება. პირიქით, პასუხის გაცემისთვისაც კი ნუ შეჩერდებით და გზა მიზანდასახულად გააგრძელეთ. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომით ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ შემოსავლებს, შეეცადეთ მოძებნოთ დამატებით შემოსავლის წყარო. ამ პერიოდში მოსალოდნელია წარმატებით გადაიჭრას დაზღვევასთან, ინვესტიციებთან, ანაბრებთან და ასევე კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები. წლის მეოთხე კვარტალი ჰარმონიულად გაიარეთ, ნუ გარისკავთ და მოერიდეთ მოუმზადებელი და საეჭვო პროექტებში მონაწილეობის მიღებას.

თხის რქა


შეიძლება ითქვას, რომ 2014 წელი თქვენთვის ძირეული ცვლილებების წელი იქნება. ამიტომ წლის პირველი კვარტალშივე უნდა მოახდინოთ საკუთარი უნარების და ტალანტის დემონსტრირება და თქვენი მიზნების შესახებ ხმამაღლა უნდა განაცხადოთ. მოკრძალებული სურვილები და პასიურობა ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოგიტანთ. დაისახეთ ამბიციური მიზნები, გვერდზე გადადეთ არაფრისმომტანი თეორიები და პრაქტიკულ მოქმედებებზე გადადით. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვებას _ ამ წელს თქვენი წარმატება წარუმატებლობების აგურებით აშენდება. ამიტომ სჯობს იმოქმედოთ და თუნდაც შეცდომები დაუშვათ, ვიდრე შეცდომების შიშის არ იმოქმედოთ. გაზაფხულის დასაწყისშივე ბევრი პერსპექტივა უფრო ნათელი გახდება, ამიტომ, თქვენი მხრიდან უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო. ეს პირველ რიგში ეხება სამსახურს, სადაც შესაძლოა დაწინაურების შანსიც კი გაგიჩნდეთ. თუ ოჯახი აქამდე არ შეგიქმნიათ, გაზაფხულის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ის ადამიანი, რომლის მიმართ სიმპათიები გაგიჩნდებათ. ზაფხულში მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებს აღწევთ, ლოდინის რეჟიმში ცხოვრება არ იქნება გამართლებული. მიუხედავად სიძნელეებისა, შეეცადეთ წინ იაროთ. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოიმატებს ტრავმების ალბათობაც, ამიტომ მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს (განსაკუთრებით თუ სპორტში ან ძალოვან სამსახურში საქმიანობთ). შემოდგომის პირველი ნახევარი ბევრი რთული სიტუაცია, რომელიც წლის პირველ ნახევარში გაღელვებდათ, მოწესრიგებას დაიწყებს. შეძლებთ საცხოვრებელი თუ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. კიდევ უფრო პოზიტიური იქნება შემოდგომის მეორე ნახევარი და ზამთარი. სწორედ ამ დროს შეძლებთ ფინანსური კრიზისების აღმოფხვრას. ამ პერიოდში გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც სწავლასთან, ხელოვნებასთან და ასევე პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული. პრაგმატული მოქმედებების შემთხვევაში თქვენ ამ შესაძლებლობების გამოყენებას იოლად შეძლებთ.

მერწყული


თქვენთვის 2014 წელი მიღებული ცოდნის და დაგროვილი გამოცდილების პრაქტიკულად გამოყენების პერიოდი იქნება. წარმატების მიღწევა დამოკიდებული იქნება თქვენს შრომისმოყვარეობაზე, ამიტომ, მოემზადეთ მიზანმიმართული და ორგანიზებული შრომისთვის. თქვენი წარმატებების მომტანი თვისებები _ ორიგინალურობა და არაორდინალურობა ამ წელს დიდ წარმატებებს ვერ მოგიტანთ, ამიტომ, აქცენტი გამოცდილ მეთოდებზე გააკეთეთ. წლის პირველივე კვარტალში მოგიწევთ ბევრი წვრილმანი საკითხის მოგვარება და რუტინული საქმეების კეთება, თუმცა ეს ბევრი ძველი პრობლემისგან გაგათავისუფლებთ. მარტიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება და ეტაპობრივად შეძლებთ საკუთარი ჩანაფიქრების განხორციელებას, განსაკუთრებით ეს ეხება სამსახურთან, ჯანმრთელობის აღდგენასთან, პროფესიულ საქმიანობასთან და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. გაზაფხულზე საკუთარ პრობლემებს სულ სხვა თვალით დაინახავთ, რაც დაგეხმარებათ მათ მოგვარებაში. ამავე პერიოდში გაგიჩნდებათ ვალების გასტუმრების თუ დაბრუნების შესაძლებლობა. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის პირველ ნახევარში შეეცადეთ, დაასრულოთ ის მოკლევადიანი პროექტები, რომლებიც წლის პირველ ნახევარში დაიწყეთ. მაღალია ალბათობა, რომ ამ პერიოდში პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ცვლილებები მოხდეს _ ეს იქნება სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება, დაოჯახება, არ არის გამორიცხული თქვენს ოჯახს ახალი წევრი შეემატოს ან მემკვიდრეობა მიიღოთ. ზაფხულის განმავლობაში და სექტემბერში ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება, ამიტომ, ეს პერიოდი გამოიყენეთ ხელმძღვანელობასთან, გავლენიან ადამიანებთან, სპონსორებთან, უცხოელებთან ურთიერთობებისთვის, მით უმეტეს, რომ მოსალოდნელია თქვენმა იდეებმა მხარდაჭერა მოიპოვონ. თუმცა აპრილიდან _ სექტემბრის ბოლომდე პერიოდი მხოლოდ პოზიტივით არ იქნება დატვირთული. ამავე პერიოდში მოიმატებს საიდუმლოების გამჟღავნების და ინტრიგების ალბათობა, მოსალოდნელია პრობლემები გაჩნდეს ადრე აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ამიტომ, ამ მიმართულებით სიფრთხილე გამოიჩინეთ. წლის ბოლო შედარებით ჰარმონიული იქნება, განსაკუთრებით ახალი კავშირების დამყარებისთვის და ახალი პარტნიორების მოძიებისთვის.

თევზები

თუ თქვენ 2014 წელს იოლად შეძლებთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დანახვას და მათი მოგვარებისთვის შეუპოვარ შრომას, მაშინ ეს წელი შარშანდელთან შედარებითგაცილებით მეტ სიკეთეს მოგიტანთ. წლის პირველივე კვარტალში შეეცადეთ იყოთ რეალისტი და პრაქტიკულ ჭრილში დაინახოთ როგორც სასიყვარულო ფრონტზე, ისე სამსახურში არსებული სიტუაცია (განსაკუთრებით ეს უკანასკნელს ეხება). სწრაფად და საფუძვლიანად გაიაზრეთ ის ცვლილებები, რომლებიც თქვენს სამსახურში და იმ სფეროებში ხდება, საიდანაც ფინანსური შემოსავლებს იღებთ. გამოიყენეთ ინტუიციაც და მეგობრების რჩევებიც. ასე მოვლენებს დაასწრებთ და გაზაფხულზე გარშემომყოფებთან შედარებით მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებით. აპრილსა და მაისის პირველ დეკადაში გააქტიურდება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები და თუ აქამდე არ დაოჯახებულხართ, მოსალოდნელია ეს სწორედ ამ პერიოდში მოხდეს, ხოლო თუ დაოჯახებული ხართ, თქვენი ოჯახური ცხოვრება უფრო ჰარმონიული გახდება და თავს ბედნიერად იგრძნობთ. ზაფხულის პირველ ნახევარში უნდა მოახერხოთ ურთიერთობების დარეგულირება სამსახურში და იმ ადამიანებთან ვისზეც თქვენი წინსვლაა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია როგორც თქვენი წინსვლა დამუხრუჭდეს და ფინანსურმა პრობლემებმაც თავი იჩინონ, ეს კი თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე არც თუ სასიკეთოდ აისახება. ზაფხულში მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს და რისკზე წასვლას. პოზიტიური პერიოდი დაიწყება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ჯანმრთელობა გამყარდება. შეძლებთ იმ რთული საკითხების მოგვარებას, რომლებიც გაზაფხულ-ზაფხულიდან დაგროვდა. ამ პერიოდში ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იყავით გახსნილი და კომუნიკაბელური, რადგან სწორედ თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული იმ სასიკეთო პერსპექტივების შექმნა და გამოყენება, რომლებიც 2015 წლის პირველ ნახევარში თქვენს ცხოვრებას სასიკეთო შეცვლიან.

წიგნი „წარმატების 365 გასაღები“

$
0
0
ჩემი წიგნი „წარმატების 365 გასაღები“ შეგიძლიათ შეიძინოთ „ბიბლუსის“ ფილიალებში -
შემდეგ მისამართებზე:


1) გლდანი: Aმ/კ 1კვ 50
2) დიღომი: რობაქიძის 7
3) ცენტრალი: თბილისი ცენტრალი,3 სართული
4) პლეხანოვი: აღმაშენებლის 121
5) რუსთაველი: რუსთაველის 40/1
6) ბახტრიონი: ბახტრიონის 16 0
7) იოსებიძე: იოსებიძის 49
9) ვაჟა: ვაჟა-ფშაველას 47
10) ვერა: კოსტავას 47
11) გუდვილი: ქავთარაძის 1
12) დადიანი: დადიანის 152
13) ვარკეთილი: ჯავახეთის 2
14) რაკიინი: აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ
15) ვაკე 1 (ჭავჭავაძე): ჭავჭავაძის გამზ 10
16) თემქა : მე –10 კვ. 28 კორპ.
17) ვაკე 2 (კავსაძე): ფალიაშვილის 70
18) წერეთელი : ა.წერეთელის ქ. 49/51
19) რუსთავი: მეგობრობის 12
20) ბოლნისი: სულხან საბას 106
21) ბათუმი 1 : მემედ აბაშიძის 62
22) ბათუმი 2: გამსახურდიას 44
23) ბათუმი 3: ჭავჭავაძის 60
24) ზუგდიდი 1: რუსთაველის 87
25) ზუგდიდი 2: გამსახურდიას 21
26) სენაკი: რუსთაველის 241
27) ფოთი: ფარნავაზ მეფის 15
28) ქუთაისი 1: ლ.ნუცუბიძის 1
29) ქუთაისი 2: თამარ მეფის 34
30) ქუთაისი 3: ჭავჭავაძის გამზირი 58
31) სამტრედია 1: სააკაძის 6
32) სამტრედია 2: ჭავჭავაძის 1, ბ.2
33) ხაშური: კოსტავას ქუჩაზე სკვერში
34) ოზურგეთი: 9 აპრილის პარკი
35) ზესტაფონი 1: აღმაშენებლის 87
36) ზესტაფონი 2: წერეთლის 2
37) საჩხერე: თავისუფლების 9
38) ლანჩხუთი: ჟორდანიას 103
39) თელავი: სააკაძის 4
40) გორი: სტალინის 9
41) ქობულეთი: აღმაშენებლის 135
42) მარნეული: რუსთაველი 58
43) ახალციხე: კოსტავას 32
44) დუშეთი: რუსთაველის 27
45) ჭიათურა: ნინოშვილის 12


წიგნის ელექტრონული ვერსია (როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან) შეგიძლიათ შეიძინოთ აქ:„წარმატების 365 გასაღები“

2013 წელს პლანეტა იუპიტერის ზოგადი გავლენა

$
0
0
© geoastrolog (რამაზ გიგაური)

2013 წელს სოციალური გარდაქმნების, ცვლილებების, წარმატებისა და გამარჯვების მომტანი პლანეტა იუპიტერი ტყუპის და კირჩხიბის ნიშნებში იმოძრავებს.
იუპიტერი ტყუპის ზოდიაქოში 2013 წლის დასაწყისიდან 26 ივნისამდე იმოძრავებს და აქედან გამომდინარე ამ პერიოდში გამარჯვებას კომუნიკაბელურობა, სწრაფი აზროვნებისა და კოორდინაცის უნარი, ურთიერთობებში ინიციატივის გამოვლენა, ინფორმაციის სწრაფად მოპოვება, ეფექტურად დამუშავება და დროულად გადაცემა მოიტანს.
წლის პირველი ნახევრისთვის სასიკეთო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იოლად შეუძლიათ ურთიერთობებში შესვლა და კავშირების დამყარება. ეს კარგი დროა ახალი პარტნიორების მოძიებისთვის, ადრე დაწყებულ პარტნიორობთან ურთიერთობებში ახალი იმპულსების შეთანისთვის. თუმცა საჭირო იქნება დაწყებული საქმეების დასრულება, რადგან მაღალი იქნება იმის ალბათობა, რომ ბევრი საქმის ერთდროულად დაწყება მოხდეს, თუმცა შემდგომში მათი ბოლომდე დასრულება კი შეფერხდეს, ამიტომ, სჯობს იმდენი საქმე იქნას დაწყებული, რომ მათი წარმატებით დასრულებისთვის ენერგია და რესურსები ყველას ეყოს.
26 ივნისს შემდგომ იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და 2013 წლის ბოლომდე იქ დარჩება. იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში ეგზალტირებულ მდგომარეობაშია, ამიტომ მისი კოსმობიოლოგიური გამოვლენა საკმაოდ პოზიტიური იქნება. ამ დროს მოსალოდნელია საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები რაც უკავშირდება ქვეყანაში ტრადიციების აღდგენას, ტრადიციებთან დაკავშირებული კანონების მიღებას და მასთან დაკავშირებით პოზიტიური კუთხით სახელმწიფობრივ ჩარევას.
წლის მეორე ნახევარში მოიმატებს დაოჯახების ალბათობაც, რადგან როგორც წესი კირჩხიბის ზოდიაქო უკავშირდება ოჯახურ საკითხებსა და ურთიერთობებს. ეს პერიოდი ასევე პოზიტიური იქნება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. მათ შორის ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-დაქირავება, დაგირავება-გაგირავება, რემონტი და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. პოზიტიური იქნება იპოტეკით დატვირთული და დაყადებული უძრავი ქონების `გამოხსნა~. მითუმეტეს, რომ 2013 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პოზიტიური ძვრები მოხდეს შეჩერებულ და პრობლემურ მშენებლობებთან დაკავშირებით.
ეს სასურველია მოხერხდეს 8 ნოემბრამდე, რადგან სწორედ ამ პერიოდში იუპიტერი ასტროლოგიური თვალსაზრისით რეტროგრადულად (უკან) დაიწყებს მოძრაობს და დროს მოხდება იუპიტერის ასტროლოგიური ფუნქციის კარმული გამოვლენა: ადამიანებს ზედმეტი ემოციები ხელს შეუშლის, ამიტომ, სასურველია ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას. საჭიროა მეტი გულისხმიერებისა და ურთიერთგაგების გამოჩენა ოჯახის წევრების მიმართ.
წლის პირველი ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნების _ ტყუპის (განსაკუთრებით), სასწორის და მერწყულის ნიშნით, ხოლო წლის მეორე ნახევარი კი წყლის სტიქიის ნიშნების - კირჩხიბის (განსაკუთრებით), მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.

ყოველდღიური 30 წუთი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

$
0
0
 © geoastrolog (რამაზ გიგაური)


(Self-Help)

წარუმატებლობის ყველაზე დიდი მიზეზი - მოთმინების არ ქონაა. ეს არის ასევე საქმიანობის დაწყებისას შედეგის მომენტალურად მიღების მძაფრი სურვილი. რეალობა კი ასეთია - წარმატების მიღწევას გარკვეული დრო სჭირდება. დიდ წარმატების მიღწევას ლოგიკურად "დიდი დრო"სჭირდება.

ინგლისელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი მილიარდერი ერთ ღამეში არ გამხდარა. არც მადონას გაუღვიძია ერთ ღამეში პოპ-მუსიკის დედოფლად, დევიდ ბექჰემიც არ გამხდარა რამდენიმე ვარჯიშით უდიდესი ფეხბურთელი.
მიუხედავად ამისა, არსებობს საშუალება, რომელიც ყველა ადამიანთან და ყველა სიტუაციაში "მუშაობს". ადამიანების უმრავლესობამ იცის მის შესახებ, მაგრამ არასდროს იყენებს. რატომ? იმიტომ, რომ ურჩევნიათ დაელოდონ, როდის"დაუჩოქებთ'სამყარო, მაგრამ, როგორც წესი, სამყარო ამას არ აკეთებს.
თუ თქვენ გაითავისებთ ამ უბრალო საშუალებას, ის აუცილებლად წარმატებასთან მიგიყვანთ. რა არის ეს?
მას "ნახევარი საათის"თეორია ეწოდება. მისი ღირსება იმაშია, რომ იგი ყველა ადამიანს და ასევე ნებისმიერ გრაფიკს ერგება. "ნახევარი საათის"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ყოველდღიურად, ნახევარი საათის მანძილზე ერთსა და იმავე მარტივ მოქმედებას აკეთებთ და შემდეგ თანდათანობით ართულებთ, ხვეწავთ და ავითარებთ მას.
არაფერია განსაკუთრებული, ხომ ასეა? ძალიან ბევრი ადამიანი ამ მეთოდის ბანალურობაზე საუბრობს, მაგრამ მისი გამოყენება არც უცდია. თუ თქვენ ყოველდღიურად ნახევარ საათს წიგნის კითხვას დაუთმობთ, ერთი წლის მანძილზე 24 წიგნის წაკითხვას შეძლებთ, რაც უფრო მეტია, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა 10 წლის მანძილზე კითხულობს!
თქვენ შეგიძლიათ დღეში ნახევარი საათი უცხო ენის სწავლას დაუთმოთ, გაიღრმავოთ ცოდნა ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხში, მიიღოთ სასურველი გამოცდილება.
ასე, რომ გამოიყენეთ ეს დრო ცხოვრების მიზნის ასრულებისთვის. დაკავდით იმით, რასაც უდროობის გამო მომავლისთვის გადადებთ ხოლმე.
თქვენ გაოცებული დარჩებით, როდესაც მიხვდებით, როგორ წაიწიეთ წინ მხოლოდ დღეში 30 წუთით მუშაობის წყალობით. გახსოვდეთ, რომ თქვენ უფრო მეტს აკეთებთ ვიდრე ადამიანების უმრავლესობა. აივსეთ მოთმინებით და ნუ დაელოდებით მომენტალურ შედეგებს. ყველაფრისათვის დროა საჭირო და რაც უფრო გრანდიოზულია თქვენი მიზანი, მით უფრო ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი მის მისაღწევად.
ყოველდღიურად გამონახეთ ნახევარი საათი თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებისთვის და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ იმ მიზანს, რომელიც წლების უკან დაისახეთ და ჯერ-ჯერობით მისთვის ვერ მიგიღწევიათ.
ყოველდღიურად... მხოლოდ 30 წუთი და წარმატება გარანტირებული გაქვთ!

იპოვეთ თქვენი სასიყვარულო პარტნიორი ნუმეროლოგიის დახმარებით

$
0
0
 © geoastrolog (რამაზ გიგაური)


ინდურ ნუმეროლოგიაში არსებობს საკმაოდ საინტერესო მეთოდი, რომლის დახმარებით შეგიძლიათ გამოთვალოთ  საკუთარი მომავალი პარტნიორის "ცხოვრების ციფრი"და ასე გაიგოთ თქვენი პარტნიორის ხასიათი.
ჯერ საჭიროა გამოთვალოთ საკუთარი პარტნიორის "ცხოვრების ციფრი"და ამას ამ მეთოდით ვაკეთებთ. ვკრებთ ჩვენი პარტნიორის დაბადების დღის, თვისა და წლის რიცხვებს და შემდეგი მათი ჯამი "დაგვყვავს"ერთნიშნა ციფრამდე.
მაგალითად, ჩვენი მომავალი პარტნიორი დაიბადა 1989 წლის 11 აგვისტოს.
დავწეროთ ეს თარიღი ციფრებში და ყველა მათგანი შევკრიბოთ:
1 + 1 (დღე) + 0 + 8 (თვე) + 1 + 9 + 8 + 9 (წელი) = 37.
ახლა კი 37 დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე, ანუ ამ რიცხვში შემავალი ციფრები შევკრიბოთ:  37 = 3 + 7 = 10.
მიღებული რიცხვში შემავალი ციფრები დავუმათ ერთმანეთს იქამდე, სანამ ერთნიშნა ციფრ არ მივიღებთ, ანუ 10 = 1 + 0 = 1.
გამოდის, რომ თუ ჩვენი პარტნიორი 1989 წლის 11 აგვისტოს დაიბადა, მისი "ცხოვრების ციფრი"ყოფილა 1.
ქვემოთ გაიგეთ ყველა შესაძლოა ვარიანტის ინტერპრეტაცია (როგორც მამაკაცის, ისე ქალის შემთხვევაში).

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 1

ქალი: მას მტკიცე ხასიათი აქვს. უყვარს დომინირება და იმპულსურია, ამიტომ მამაკაცს მასთან მეტი მოთმინება მართებს.
მამაკაცი: ის მამაცი, დამოუკიდებელი, ენერგიული და შემტევია. მიზანდასახულობისა და საკუთარი თავის რწმენის გამო მანდილოსნებში პოპულარულია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 2
ქალი:ასეთი ქალი კომუნიკაბელური და მომხიბვლელია. ვერ იტანს უხეშობას და კონფლიქტურ სიტუაციებვს. იგი მეოცნებეა. უყვარს როდესაც ანებივრებენ.
მამაკაცი: მას უყვარს საზოგადოებაში ყოფნა, უშუალო და მიმნდობია. აფასებს სილამაზეს და იოლად უყვარდება. ყველაზე მეტად კომფორტისკენ და სტაბილურობისკენ ისწრაფვის.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 3
ქალი:ის მოძრავი და ინტერესიანია. ძლიერი ინტუიციით გამოირჩევა. ყოველთვის ოპტიმისტურად არის განწყობილი და მომავლის სჯერა. რომანტიკულია და თავგადასავლებს ეძებს.
მამაკაცი:აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელურია. პარტნიორში არა მხოლოდ გარეგან, არამედ შინაგან სილამაზესაც აფასებს. ასევე ხიბლას განათლებული, ინტელექტუალური პარტნიორი. ვერ იტანს შეზღუდვებს.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 4
ქალი:რეალისტი, პრაქტიკული და საღად მოაზროვნე ადამიანია. პირველ ადგილზე ოჯახსა და ბავშვებს აყენებს. თუმცა ეჭვიანია და ზოგჯერ ჭირვეულობაც ახასიათებს.
მამაკაცი:ის ქალში საიმედოობსა და მკაფიოობას აფასებს. ტრადიციების დაცვას ცდილობს. ვერ იტანს დაუფიქრებელ და არაგონივრულ ხარჯებს, ამიტომ, მის პარტნიორს ეკონომიურობა და ასევე ერთგულება მოეთხოვება.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 5
ქალი:მიმზიდველი, არტისტული და მგრძნობიარეა. ცდილობს ხოლმე გადაწყვეტილება სხვების დახმარების გარეშე მიიღოს. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ზოგჯერ ეს ეგოიზმშიც გადასდის. 
მამაკაცი: ის დამოუკიდებელი, მომხიბვლელი და მოსიყვარულეა. უყვარს ლიდერობა, თუმცა დიდსულოვანი და რომანტიკულიც არის. შეუძლია გაგება და პარტნიორის პრობლემების გულთა ახლოს მიტანა.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 6
ქალი: შესაძლოა გარეგნულად იგი აუღელვებელი და ცივი ჩანდეს, თუმცა შინაგანად მგრძნობიარე და მეოცნებეა. აქვს ძლიერი ინტუიცია და ხშირად სწორ არჩევანს აკეთებს. მოკრძალებულია და არც თუ იშვიათად ბუტიაობაც ახასიათებს.
მამაკაცი:შრომისმოყვარე, საიმედო და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია. ხშირად უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, რასაც მტკივნეულად განიცდის. სიახლეები ნაკლებად იზიდავს და ცდილობს მიღწეული არ დაკარგოს. აფასებს ოჯახს და ერთგულია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 7
ქალი: ის მომხიბვლელია და შარმიანი ქალია, თუმცა სწორედ თვისებები საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს ერთდროულად იზიდავს და აფრთხობს კიდეც. ჭკვიანი და დიპლომატიურია და ეს ეხმარება პარტნიორთან სტაბილური კავშირების აწყობაში.
მამაკაცი:ეს მამაკაცი პარტნიორის აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა დამოუკიდებელია და ცდილობს დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწიოს. უნდა ითქვას, რომ მას მიზნის მიღწევისას უმართლებს კიდეც. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტიმური სიახლოვე. პარტნიორის მიმართ  ტაქტიანი და ყურადღებიანია.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 8
ქალი:ეს ქალი ძალაუფლების მოყვარულია, თუმცა გულში სათუთია, ხოლო გარეგნულად დიპლომატიურია, ამიტომ, ჭკვიანურად უთმობს ინიციატივას მამაკაცს და ცდილობს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. მას სიყვარული და თანაგრძნობა სჭირდება, ამიტომ, პარტნიორად ძლიერ და ყურადღებიან მამაკაცს ირჩევს.
მამაკაცი: ეს მამაკაცი საკუთარ თავში დარწმუნებული, ორგანიზებული და პრაქტიკულია. გამოირჩევა დიდი ნებისყოფით და შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც. პატიოსანია და თუ პარტნიორს ენდო, მაშინ ბოლომდე ენდობა. თუმცა ზოგჯერ მეტად ამაყია და ეს ურთიერთობების განვითარებას ცოტას ამუხრუჭებს.

თუ თქვენი პარტნიორის ცხოვრების ციფრია 9
ქალი: არაორდინალური და საინტერესო ქალია. აინტერესებს ფილოსოფია, კულტურდა ხელოვნება. მისთვის მატერიალური კომფორტი ბევრს ნიშნავს, ამიტომ, ურთიერთობების დაწყებისას წინდახედულად მოქმედებს. ვერ იტანს როდესაც ზღუდავენ და ამის გამო კონფლიქტშიც შეიძლება შევიდეს.
მამაკაცი: ის ერუდირებული, რომანტიკული და გულღიაა. მისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ურთიერთობა. არის სექსუალური. შეუძლია იყოს აგრესიულიც. თუმცა შეუძლია პარტნიორის გამო საკუთარი ინტერესებიც კი დათმოს.

ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების 10 რეცეპტი

$
0
0
 © geoastrolog (რამაზ გიგაური)


(Self-Help)
გჯეროდეთ საკუთარი თავის!

ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში ძალიან პოპულარულია ე. წ. წიგნები Self-Help-ის შესახებ. ეს არის თვით დახმარების სისტემა, როდესაც ადამიანი საკუთარი ცოდნის, გამოცდილების, უნარების და რესურსების ეფექტური გამოყენებით ახერხებს მისთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებას. ამერიკელი ფსიქოლოგებმა იელის უნივერისტეტიდან სხვა და სხვა Self-Helpავტორებზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების 10 რეცეპტი.

1.    ნუ დაგეგმავთ ძალიან ბევრს

დაგეგმვა აუცილებელია, მაგრამ იგი არ უნდა ცდებოდეს გონიერების ფარგლებს. კარგია თუ თქვენ დაგეგმავთ მომდევნო საღამოს, მომდევნო თვეს, მაგრამ თუ თქვენ დანამდვილებით იცით, რითი დაკავდებით ორი თვის შემდეგ პარასკევს, საღამოს 9 საათზე, ეს უკვე მეტისმეტია. დაუშვით ცხოვრებაში იმპროვიზაციისა და მოულოდნელობის მომენტი.

2.     გაიცანით ადამიანები
რაც უფრო მეტ ადამიანს ხვდებით ცხოვრებაში, მით უფრო საინტერესო ხდება თქვენი ცხოვრება. ყველა ადამიანი ახალი ცოდნის და შეუფასებელი გამოცდილების წყაროა. მთავარია გქონდეთ სურვილი, გაიგოთ რაიმე ახალი. წარმატება სწორედ ადამიანების საშუალებით მრავლდება, ასე, რომ ნუ"ჩაიკეტებით".

3.    ნუ გეშინიათ პასუხისმგებლობის აღების.
რა სფეროშიც არ უნდა მუშაობდეთ, ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე წამყვანი ფუნქცია აიღოთ. სახლი თუ სამსახურში აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, იყავIთ თავდაჯერებული და შეეცადეთ, ყველგან მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ინიციატორი მაინც იყოთ. სამსახურში ხელმძღვანელობას საინტერესო წინადადებები მიაწოდეთ, ოჯახში დიდი დღესასწაულები მოაწყეთ. რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ საკუთარ თავზე, მით უფრო გაიზრდება თქვენში საკუთარი თავის რწმენა.

4.    ჩაიწერეთ საკუთარი იდეები
ყოველთვის როდესაც თქვენ თავში საინტერესო აზრი ჩნდება, აუცილებლად ჩაინიშნეთ იგი. ბევრ ადამიანს აქვს წარმოადგენა, რომ არ შეუძლია რაიმე გენიალურის მოფიქრება, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აზრები არაერთხელ მოსვლია, მაგრამ უმალვე დავიწყებია საკუთარი იდეები. მუდამ ატარეთ ბლოკნოტი და კალამი (შეგიძლიათ მობილური ტელეფონი ან სმარტფონი გამოიყენოთ), რათა საკუთარი იდეები თუ აზრები ჩაიწეროთ.

5.    დაესწარით საქმიან შეხვედრებს, სემინარებსა და ტრენინგებს
უფრო ხშირად დაესწარით საქმიან შეხვედრებს, სემინარებს, ტრენინგებს, რომლებიც ეხება თქვენთვის საინტერესო თემებს, თქვენ მიღებთ თქვენთვის საჭირო ცოდნას, უნარებს, აიმაღლებთ კვალიფიკაციას, გაიცნობთ თანამოაზრეებს და შეიძენთ ახალ მეგობრებსაც.

6.    ნუ გადადებთ გართობას

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ იმისათვის, რომ კარგად გაერთოს და დაისვენოს, საჭიროა ჰქონდეს ბევრი ფული. იმისათვის, რომ ჰქონდეს ბევრი ფული, საჭიროა ბევრი იმუშაოს, ხოლო იმისათვის, რომ ბევრი იმუშაოს, საჭიროა უარი თქვას დასვენებასა და გართობაზე. ეს არის ჩაკეტილი წრე. ნუ დაელოდებით შესაბამის მომენტს. თუ გინდათ, რომ ეს ახლავე გააკეთოთ - მაშინ გააკეთეთ კიდეც. გაატარეთ საღამო მეგობრებთან ერთად, კვირის ბოლოს გაისეირნეთ ქალაქგარეთ, გამართეთ წვეულება - ეს საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ და განიტვირთოთ.

7.    მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე

ხშირად გადით სახლიდან. საქმიანი თუ პირადი შეხვედრა ოფისში ან კაფეში კი არა სუფთა ჰაერზე მოაწყეთ. გაისეირნეთ უახლოეს სკვერში და აქციეთ  ეს ცხოვრების წესად. სუფთა ჰაერი ჯანსაღ აზროვნებასა და ჯანმრთელობის გამყარებას უწყობს ხელს.

8.    დაკავდით სპორტით

სპორტი არა მხოლოდ ფიზიკურ მხარეს ავითარებს. მისი წყალობით ვითარდება თქვენი დისციპლინირებულობაც. თუ თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად აიძულოთ საკუთარი თავი და ივარჯიშოთ, მაშინ თქვენ შეძლებთ გამომუშავებული დისციპლინის მეშვეობით სხვა სფეროებშიც მიაღწიოთ წარმატებას. ამასთან ერთად სპორტი ენერგიისა და პოზიტივის წყაროა. მოძებნეთ თქვენთვის მისაღები სპორტის სახეობა და დაიწყეთ ვარჯიში - მუდამ იყავით ფიზიკურ ფორმაში, ეს თქვენს სიცოცხლის უნარიანობას და პოპულარობას ერთი-ორად გაზრდის. 

9.    დატოვეთ "კომფორტის ზონა"

თუ თქვენ მთელი ცხოვრება საკუთარი "კომფორტის ზონიდან"არ გახვალთ, ვერასოდეს გაიგებთ რა იმალება მის ფარგლებს მიღმა. არა და "კომფორტის ზონის"მიღმა ე. წ. "რისკის ზონა"მდებარეობს, სადაც თქვენი წარმატების გასაღები მდებარეობს. ნუ გეშინიათ, თუ ცხოვრებაში საჭიროა, გარისკეთ კიდეც. შეისწავლეთ წარმატებული ადამიანების ცხოვრება და დაინახავთ, რომ მათ თავის დროზე ეს უკვე გააკეთეს.

10.    იცხოვრე აქ და ახლა და გააკეთ ის, რაც მოგწონს
გამოიყენეთ ის ნიჭი, რომელიც გაქვთ. ნუ გეშინიათ, გააკეთეთ თქვენი საქმე და წადით წინ. სხვა წარმატებული ადამიანების ცხოვრება საკუთარი მოტივაციისთვის გამოიყენეთ და არა იმისთვის, რომ დაკომპლექსდეთ. ტყეში მხოლოდ ის ჩიტები რომ გალობდნენ, რომლებსაც ეს ყველაზე კარგად გამოსდით, მაშინ იქ სიჩუმე იქნებოდა. გახსოვდეთ, თქვენთვის ყველაზე წარმატებული საქმე ის იქნება, რომლის კეთება ყველაზე მეტად გიყვართ და ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ!

Article 20

$
0
0
ცნობილ ინდოელ ასტროლოგთან, 
ჯიოტიშ-გურუსთან ჰარი მოჰანთან ერთად 
(აგრა, ინდოეთი)


Article 19

$
0
0

ცნობილ ინდოელ ასტროლოგთან, 
ჯიოტიშ-გურუსთან ბრიჯ მოჰან ქატრისთან ერთად (ჯაიპური, ინდოეთი)

2014 წლის ასტროლოგიური დახასიათება

$
0
0

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

 აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2014 წელი ცხენის წელია. ის 2014 წლის 31 იანვარს (თბილისის დროით 01:38 საათზე) დაიწყება და 2015 წლის 18 თებერვლამდე გაგრძელდება.


ცხენის წლის ზოგადი დახასიათება
(დინამიკა, თავდაჯერებულობა, პატიოსნება)

ცხენის წლისთვის დამახასიათებელია ენერგიულობა, აქტიურობა, მიზანსწრაფვა და მოვლენების სწრაფი, ზოგ შემთხვევაში კი კალეიდოსკოპური განვითარება. წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი იქნება შრომა (შედარებით დაიკლებს უშრომლად გამარჯვების მიღწევის ალბათობა). შეცდომა იქნება მხოლოდ გამართლების იმედზე ყოფნა. ასევე აუცილებელი იქნება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. წარმატებაც და წარუმატებლობის მიზეზები და უნარები ადამიანებმა 2014 წელს საკუთარ თავში უნდა მოძებნონ.

რას უნდა ველოდოთ 2014 ხის (მწვანე) ცხენის წელს

ცხენის წელს  (1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014) - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ხის ენერგია მართავს. ფერის მიხედვით ამ წელს მწვანე (მეორე ვარიანტით კი ლურჯი) ფერი შეესაბამება.
2014 წელს „იან“, ანუ მამრული ენერგია მართავს. ეს მიანიშნებს მძლავრ და დინამიკურ იმპულსებზე. აქედან გამომდინარე, ამ წელს წარმატებას შედარებით ენერგიული და აქტიური ადამიანები მიაღწევენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინიციატივის გამოვლენა, კონკურენტუნარიანობა და გამძლეობის უნარი.
საერთოდ ცხენის წლისთვის დამახასიათებელია ცვლილებები და ბევრ ადამიანს სწორედ ამ წელს გაუჩნდება მძაფრი სურვილი, რომ 2014 წელს რაღაც შეცვალოს. სასურველია, რომ ადამიანებმა დროულად გაიაზრონ ცვლილებების აუცილებლობა და მისი ინიციატორებიც კი გახდნენ, ვინც ცვლილებებს დააყოვნებს, მოსალოდნელია ის ცვლილებების მსხვერპლი აღმოჩნდეს. ცხადია, ძველის ახლით ჩანაცვლება მტკივნეული პროცესია, ამიტომ იმ ადამიანებმა, რომლებიც განვითარებულ მოვლენებს ძნელად უღებენ ალღოს, რეალობის სწრაფ შეფასებას ვერ იღებენ და გადაწყვეტილებების მიღებაც უჭირს, სასურველია თადარიგი თავიდანვე დაიჭირონ, რათა მოსალოდნელ ცვლილებებს მომზადებულები შეხვდნენ.
2014 წელი ბევრი რამ შეიძლება ალოგიკურადაც განვითარდეს და შესაძლოა გაჩნდეს იმის შეგრძნება, რომ ბევრი რამ ურთიერთსაწინააღმდეგოდ ვითარდება და ლოგიკაში არ ჯდება, თუმცა მსგავსი ტენდენციები დამახასიათებელია ცხენის წლისთვის. ამიტომ, გაუმართლებელ რისკზე წასვლა არ იქნება რეკომენდებული.
მოვლენები სწრაფად და დინამიკურად განვითარდება _ სწრაფი ცვლილებები, მოულოდნელად გაჩენილი შანსები და ასევე მოულოდნელი კრახი, შემდეგ ისევ აღმასვლა ეს ყველაფერი დამახასიათებელი ცხენის წლისთვის. აქედან გამომდინარე მომავალ წელს ყველას მაქსიმალური მობილიზება და კონცენტრაცია მართებს, რათა არა მხოლოდ შექმნილი შანსების დროულად შეაფასოს, არამედ შესაბამისი რეაგირებაც მოახდინოს. ასეთი მიდგომა ბევრი ადამიანს არა მხოლოდ წამგებიანი სიტუაციებიდან თავის დახსნაში დაეხმარება, არამედ სასიკეთო პერიოდების მომგებიანად გამოყენების საშუალებასაც მისცემს.
კიდევ რაც ცხენს წელს ახასიათებს - მასშტაბურობაა. როცა ცხენის წელს რაღაც მოდის _ ხშირად მოდის ბევრი და მასშტაბური. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ რაიმეს დაკარგვაც მასშტაბურ ხასიათს იძენს ხოლმე. ამიტომ, `შავი ზოლის~ დაწყების შემთხვევაში სასურველია რისკზე წასვლაზე თავის შეკავება, სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა (ეს დანაკარგების ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებს).
ცხენის წელს წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები, რომლებიც უპირატესობას პარტნიორულ საქმიანობას ანიჭებენ, მითუმეტეს, რომ ცხენის წლისთვის დამახასიათებელია პარტნიორობის განვითარება.
2014 წელს ბევრი ადამიანი მოიძიებს ახალ პარტნიორებს სამსახურთან და ბიზნესთან დაკავშირებით. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანების გაცნობა, ახალი ახალი მოკავშირეების მოძიება და ახალი მეგობრების შეძენა. ეს ხელს შეუწყობს კრეატიული იდეების დასახვას და ერთობლივი საქმიანობის დაწყებას.
იგივე ტენდენციები განვითარდება პირად ცხოვრებაშიც. გააქტიურდება სასიყვარულო ურთიერთობები, ბევრი ძველი ურთიერთობები აღდგება და ახალი კუთხით განვითარდება. ბევრი ადამიანი, რომელსაც ოჯახი ჯერ არ შეუქმნია, სწორედ 2014 წელს დაოჯახდება ან შეიძენს ახალ სასიყვარულო პარტნიორის. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში არასტაბილური სასიყვარულო სფერო შედარებით გამოსწორდება და ახალი ენერგიით გამოვლინდება.
2014 წლის რთული პერიოდები გაზაფხული და ზამთარი იქნება. ამ პერიოდში სიფრთხილისა და მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო. კონკრეტულად ეს იქნება იანვრის ბოლოდან - მაისის დასაწყისამდე პერიოდი და წლის ბოლო თვე.
ცხენის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელი იქნება შემდეგი თვისებების გამოვლენა: ინიციატივიანობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა, კონკურენტუნარიანობა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი, ასევე კომუნიკაბელურობა, გაწონასწორებულობა, ტაქტი და დიპლომატია.
2014 წლის პირველი ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება წყლის სტიქიით (კირჩხიბის, მორიელის, თევზების ნიშნით), ხოლო წლის მეორე ნახევარი კი ცეცხლის სტიქიით (ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით) დაბადებული ადამიანებისთვის.
2014 წელს დაფიქსირდება მზის ორი და მთვარის ასევე ორი დაბნელება. მზის დაბნელება იქნება 29 აპრილს (რგოლური) და 23 ოქტომბერს (ნაწილობრივი). მთვარის დაბნელება კი იქნება 15 აპრილს (სრული) და 8 ოქტომბერს (სრული).

Viewing all 74 articles
Browse latest View live